1. ლია ელიავას გახსენება
არ ვიცი ვის ან რას შევადარო, ის თავად იყო მზისა... მთვარისა, მთელი ცხოვრება მყარად ატარა ლიამ მანდილი ქართველ ქალისა.
შენც ეგეთი ხარ ჩემო ცის თვალო, შენით ხარობენ ლელიანები, ამ ქვეყანაზე ღმერთმა გვიმრავლოს ქართველებს ლია ელიავები.
ოთარ რურუა
........................................................................................................................................................
ქალი მგზავრობს მატარებლით
ქალი მგზავრობს მატარებლით, ქალი, მაგრამ რა ქალი! ხელის გულზე ვატარებდი, ძმა რომ ვიყო ან ქმარი!
ნახე... რაის ბრიჯიტ ბარდო, რის მონიკა ბელუჩი! ახლა მისთვის თარაშივით შევიდოდი ენგურში!
ვუმღერებდი ღამით მთვარეს, დავლოცავდი დილით მზეს, როგორც შვლის ან ნუკრის თვალებს, დავკოცნიდი პირიმზეს.
როგორც ცხადად, მსურს სიზმარშიც მის ვხედავდე თვალ - წარბებს, ქართველს აღქმა სილამაზის ბავშვობაში მასწავლეს.
ქალი მგზავრობს მატარებლით, ქალი, მაგრამ რა ქალი! ხელის გულზე ვატარებდი, თუმც არც ძმა ვარ, არც ქმარი!
გულმაც იცის დაფასება, სანთელივით იწვის ის! იმ ქალს უნდა შევადარო ანგელოზი ყინწვისის!
ოთარ რურუა
ეს ჩემი ლექსი იდეაში ლია ელიავას ეძღვნება...
............................................................................................................................
მე არ დაგივიწყებ!
ვუძღვნი ჩემი საყვარელი მსახიობი ქალის - ლია ელიავას ხსოვნას
როცა ვუცქერ შენს სურათს, გულით ქებას ვიწყებ... ყველამ რომ დაგივიწყოს, მე არ დაგივიწყებ!
მსურს შენსავით ვეფერო შუამთაში იმ შველს, მომანათოს თვალები, ვით შორენამ - გირშელს.
ვეტრფი მზისას, მთვარისას, ღამეს მკლავზე ვიწვენ... ყველამ რომ დაგივიწყოს, მე არ დაგივიწყებ!
ოთარ რურუა
2026 ლია ელიავას გახსენება

2026
|