ზვიად გამსახურდია დამესიზმრა წუხელის, ჩვენთვის ნამსახურია, ზიდა ქვეყნის უღელი.
მას და მერაბ კოსტავას კვლავ ლექსებით ვიხსენებ... მე შავლეგოს ორთავეს ვფიცავ, სულ გავიხსენებ.
საქართველოს შვილია, მისთვის თავშეწირული, ეროვნული გმირია თვით შარტავა ჟიული.
გურამ გაბესკირიაც ქმნიდა თავის ეპოქას, ვაქებ როგორც მირიანს, როგორც ნანა დედოფალს.
ნამდვილ ერისკაცობას არ სჭირდება გნიასი, გაუმარჯოს კაცობას გენო ადამიასი.
ეჰ, სამშობლოვ, განვიცდი, ჩვენთვის წამიც ვერ წამობს... ცოტნე დადიანივით მინდა შენთვის ვეწამო!
შიშველ ტანზე წავისვა თაფლი პაპანებაში, ვინც ვიყავი, კვლავ ის ვარ, ისტორიის ქებაში.
დავითს, თამარს, თევდორეს, ვუქებ გონს და მარჯვენას, აწმყოს თანამედროვე ვნატრობ დიდ გამარჯვებას.
იმსახურებს ტაშის კვრას შრომა ყველა მეგუთნის, სააკაძის ტაშისკარს მხოლოდ ქება ეკუთვნის.
მხოლოდ ქება ეკუთვნის ცხრა ძმას, სამას არაგველს, მეფის დარბაზს გეგუთის, ერს - მის ბედს რომ განაგებს.
ვაქებ შალვას, ელიზბარს, ყიზილბაშთა მმუსვრელებს... ქსნის, არაგვის ერისთავთ, მამაც შინმოუსვლელებს.
ჩოლოყაშვილ ბიძინას, შთამომავალ ქაქუცას, მაზნიაშვილს - მტრის რისხვას, მაყაშვილის ამ ქუჩას.
ახლა აბოც ვახსენოთ, ბიჭი - ქრისტეს ტარიგი, სანამ ქვეყნად ვარსებობ, მჯერა არსთაგანმრიგის.
ქეთევანის, თორნიკე ერისთავის მაქვს რჯული... ვარ ამაყად ორივე ფეხზე წამომართული!
საქართველოვ, შენსავით ვიცი ფასი შვილების... ჩემი ლექსი - ეს არის გახსენება გმირების.
ოთარ რურუა
2026
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|