ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2026


მძიმე ლექსი ტარიელ ჭანტურიას

ნინო დარბაისელი

მძიმე ლექსი ტარიელ ჭანტურიას

რაც ლაღობა ჩვენ  სიკვდილზე გაგვეგონა,  მისგან  ვიცით,
ულაღობო  აღარც გვახსოვს,  თუნდა ფიცით დავამტკიცით!

სიმწრის გზაზე მარტო იდგა, სულ სიცილით გაიკვალა.
ტკივილს ჩვენ არ გვიჩვენებდა,  მარტო ზიდვა  ედო ვალად.

სიკვდილს ენა შეაჩვია. ლექსი უთხრა - თქვეს თუ - ვარგა!
და სიკვდილმა მოაკითხა, და სოფლიდან ააბარგა

უთხრა: წლები მოსაკრეფად განა  მართლა ჭანჭურია,
გეყო,  დღემდე რაც დამცინე, ტია-ტია, ჭანტურია!

მასწავლიდა, ცრემლი მალე, არა გვაქვსო მეტი ნება!
როგორ მინდა გავიცინო, მაგრამ ვტირ და მეტირება!

ზოგს - ღიმილით აგონდება, ზოგს-  უტირის ნაზი გული,
ვით ტაეპი ამ ლექსისა სიმძიმისგან დაზიდული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები