 | ავტორი: ლევანა ჟანრი: პოეზია 5 აპრილი, 2009 |
მძინავს, სულ სხვაა ზეცა, და მიდის ოცდაექვსი... ეს რა ჯანდაბა მეცა, ვკვდები და... ისევ ლექსი... მძინავს და გული ნატრობს მიწას - სხეულის ჯალათს. თვალს შებინდება აკრთობს, დუმილი - თავის ქალას. მძინარს მეხვევა ვიღაც. (სიზმარს თუ ებრძვის ქარი) დემონი აქაც, იქაც... და უსახური ქალი. მძინავს, სიკვდილი ბღავის, ვეძებ და... არსად ფონი, მომბეზრებია თავი, გავგიჟებულვარ მგონი. მძინავს, ფერმკრთალი სახე - ჩემი პორტრეტი სრული, ჩამონგრეული ციხე, მოკლული სიყვარული. მძინავს, სარკმელი ღია, ნაგანი ეძებს მიზანს, გრძნობა უსისხლოდ გდია, გზნებაც ვეღარას იზამს, მძინავს, სიკვდილი ბღავის... სისხლით იცლება უბე, მომბეზრებია თავი, ალბათ ბოლოა უკვე... და სულ სხვა არი ზეცა, დამთავრდა ოცდაექვსი, ეს რა ჯანდაბა მეცა, ვკვდები და... მაინც ლექსი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ეს რა ჯანდაბა მეცა, ვკვდები და... მაინც ლექსი...
555555555 ეს რა ჯანდაბა მეცა, ვკვდები და... მაინც ლექსი...
555555555
15. დაკარგულ-მონატრებულო კაცო,როგორ ხარ? როგორ გამეხარდა შენი დანახვა,ნეტა იცოდე... :) სხვა არაფერი გაქვს ახალი დავიჯერო?არ მჯერა მაი ამბავი მე. ვნახავ ახლა... :) დაკარგულ-მონატრებულო კაცო,როგორ ხარ? როგორ გამეხარდა შენი დანახვა,ნეტა იცოდე... :) სხვა არაფერი გაქვს ახალი დავიჯერო?არ მჯერა მაი ამბავი მე. ვნახავ ახლა... :)
14. ვერაა მთლად ლევანასეული ვერაა მთლად ლევანასეული
13. აუუუ, როგორ მომენატრე, ფიროსმანო :) მარა ამასაც ბექაია-ოხერი დადებდა, ხომ ვიცი :) აუუუ, როგორ მომენატრე, ფიროსმანო :) მარა ამასაც ბექაია-ოხერი დადებდა, ხომ ვიცი :)
12. დღეს უბრალოდ ღიმილის ხასიათზე ვარ :) დღეს უბრალოდ ღიმილის ხასიათზე ვარ :)
11. ბექ,მომიკიტხე ლევანი. :) ბექ,მომიკიტხე ლევანი. :)
10. გრძნობა უსისხლოდ გდია აი ეს მართლა კაია 5 გრძნობა უსისხლოდ გდია აი ეს მართლა კაია 5
8. მძინავს და გული ნატრობს მიწას - სხეულის ჯალათს. თვალს შებინდება აკრთობს, დუმილი - თავის ქალას.
კარგია! 5 მძინავს და გული ნატრობს მიწას - სხეულის ჯალათს. თვალს შებინდება აკრთობს, დუმილი - თავის ქალას.
კარგია! 5
7. მოკლული სიყვარული
ცოტა სუსტია, მაგრამ დანარჩენი..გულწრფელი ემოცია იგრძნობა და სიღრმე.. ამიტომაც..სალამი :) მოკლული სიყვარული
ცოტა სუსტია, მაგრამ დანარჩენი..გულწრფელი ემოცია იგრძნობა და სიღრმე.. ამიტომაც..სალამი :)
6. ხელი ჩამოგართვი
5 ხელი ჩამოგართვი
5
5. კარგი იყო!
მომეწონა!
წარმატებები!
კარგი იყო!
მომეწონა!
წარმატებები!
4. მძინავს, სიკვდილი ბღავის, ვეძებ და... არსად ფონი, მომბეზრებია თავი, გავგიჟებულვარ მგონი.
მომეწონა... მძინავს, სიკვდილი ბღავის, ვეძებ და... არსად ფონი, მომბეზრებია თავი, გავგიჟებულვარ მგონი.
მომეწონა...
3. მოკითხვა პოეტს! მოკითხვა პოეტს!
2. მომეწონა ლევან!!! წარმატებები მისურვებია!!! მომეწონა ლევან!!! წარმატებები მისურვებია!!!
1. კარგი ლექსია :)
ავტორს წარმატებები უსურვა არწივმა :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
პი.ეს. პირველი პოსტიიიიიიიიიიიიიი<:-P
კარგი ლექსია :)
ავტორს წარმატებები უსურვა არწივმა :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
პი.ეს. პირველი პოსტიიიიიიიიიიიიიი<:-P
|
|
მონაცემები არ არის |
|
|