ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მწვანეთვალება
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2008


პირველი და უკანასკნელი

ჩვენ გაზაფხულის მშვენიერ დღეს შეგვყარა ბედმა
და სუყვარულის უეცარი ისარი გვტყორცნა,
მაშინ, პირველად სიცოცხლეში, იმღერა გედმა,
რადგან ერთმანეთს ჩვენ ვაჩუქეთ პირველი კოცნა.

მაგრამ მოვიდა ულმობელი, ცივი ზამთარი
და სიყვარული გადაფარეს თეთრმა ფიფქებმა,
პირველი კოცნა კი აღმოჩნდა - უკანასკნელი,
როგორც ლამაზი, უბედური გედის სიმღერა...

გაივლის დრო და მოიგონებ იმ მშვენიერ დღეს,
მოგენატრება თეთრი გედის ტკბილი სიმღერა;
მაშინ ინატრებ: "ნეტავ ის დღე კვლავ გამითენდეს!"
მაგრამ, ძვირფასო, უკვე ძლიერ გვიან იქნება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები