ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არგონავტი
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2009


... ილოცე ჩემთვის!...

ჩემი დაბნელდა, უკანასკნელად შევნატრი სხვის მზეს,
სულის სიღრმეში, ყველა ატომში - სისხლისფრად ბნელა...
სიზმარი? არა, ტკივილი ხომ არ ახლავს სიზმრებს!..
და სიმარტივით დასრულდება განვლილი ძნელად -
სიცოცხლე...

გპატიობთ ყველას!...


დღეს დავღამდები, მერე - წარსულს დავათენდები,
თქვენთან დავტოვებ სხეულს, რწმენას – გამთბარს თითებით.
სამოთხისაკენ გადაიდო თურმე ფრენები,
გზას ამოუცნობს მივეთითები.

სასაცილოა,
ყოველთვის მძულდა “ჰეფი ენდები”.


შენ ჩემში რჩები, ახლა უფრო მძაფრი და მკვეთრი,
მეომრის გულიც შენთვის ფეთქავს ჭუჭყიანი ნაჭრების მიღმა...
თითქოს ზეციდან ჩამოუშვეს ბილიკი თეთრი,
დედამიწას კი სისხლისფერი სისველე ტკივა...

და პლიუს ერთი.


ლოცვა არ ვიცი ღმერთო,
გთხოვ,
ილოცე ჩემთვის!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები