ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
20 აპრილი, 2009


უეცრად შემოიჭრა....

უეცრად შემოიჭრა გულში...
უეცრად დამატყვევა მეც.
ნაზად აშრიალდა სულში...
მწვანედ შეიფოთლა ტყეც.
ლამაზი ხეების ჩრდილში
ვაპირებ დამალვას მე.
არ მინდა გავცვალო შენში-
ჩუმი, უგუნური ტყვე...
იქნებ ოცნება ახდეს.
"ცაში ავისროლო  ქუდი "....
იქნებ გადავარდეს წყალში
ჩუმი სიყვარულის ქურდი...

..................................
ღრუბლებშიც ჩანს
სინატიფე...სინიდისი....
ცისარტყელას-
შენი სახე  წააგავს....
რა ლამაზი დღე არის
და მზის სხივებიც
დაუვიწყარ მოგონებას
ალაგმავს...
გაიფანტა ცაზე 
ელვის ნაპერწკალიც...
ხარობს ბარტყი-
შენი  გული პატარა...
სათნოება-სინაზე და
სიყვარული
ანგელოზმა
ხელის გულზე ატარა....




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები