ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არგონავტი
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2009


ვეღარ შეგიგრძენი, ღმერთო!

წლებმა დააჩოქა, ბნელეთს მიანება,
სევდამ გადარეცხა
ყველა იდილია,
უკვე გვიანია სულის ზიარება,
ყველა გაღიმებაც
ახლა ტკივილია.


ყველა მოლოდინი დროის მონობაა,
ფეხებით ნულისკენ მიათრევს ნაბიჯებს,
სათვალეს ვიხსნი და
ვტოვებ “ომობანას”,
შიშველი ცხოვრების ვერევი საგიჟეთს...


მინდა რეალიზმი ფეხით გადავსერო,
გზა შემომელია,
სავალი შენამდე...
შენ ჩვენს სისუსტეში, რწმენაში არსებობ,
მე კი – პრეტენზია
მაქვს ძლიერებაზე!..


ნათელ სხივებს მიღმა ბნელი უკუნეთი,
მიღმა ყველა რწმენის -
უმეცრება მეფობს,
შენ ხარ უიღბლოთა, მე კი ჩემი ღმერთი,
ვეღარ შეგიგრძენი,
მაპატიე, ღმერთო!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები