ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინათ ერთ სამეფოში ცხოვრობდა საოცრად მახინჯი გოგო, ობა. ის იმდენად მახინჯი დაიბადა, რომ მშობლებმა პირველი დღეებიდანვე ჩაკეტეს ერთ პატარა ოთახში და იქ ზრდიდნენ. მას ქონდა ოთხი ხელი, ოთხი ფეხი, რვა თვალი. წელს ზემოთ წვრილი, წელს ქვემოთ კი ბურთივით მსხვილი სხეული. მაგრამ მიუხედავად ამისა, გოგონა ძალიან შრომისმოყვარე იყო. დედამ მას ქსოვა ასწავლა. იჯდა თავის ოთახში და მთელი დღე ქსოვდა ულამაზეს კაბებს, შარფებს, ქუდებს. მამას მისი ნაქსოვი ბაზარში მიჰქონდა და უცებვე, საკმაოდ კარგ ფასში ჰყიდდა. ობა ისე სწრაფად და უფრო და უფრო ლამაზად ქსოვდა, რომ სულ მალე მისი მშობლები გამდიდრდნენ. ლამაზი სახლი აიშენეს, გოგონასთვის კი ცალკე, მაღალი კოშკი გააკეთეს ,რომელსაც ზემოთ ერთადერთი, დიდი ოთახი ჰქონდა ერთი პატარა სარკმლით. ობა ხშირად მიდიოდა სარკმელთან. დადგებოდა და უყურებდა, როგორ ამოდიოდა მზე. სხივები როგორ იშლებოდნენ ცის კაბადონზე. უნდოდა,თვითონაც ასეთი ლამაზი, უხილავი ძაფი დაერთო და უიშვიათესი ,ნატიფი ,ბადისმაგვარი თავშალი მოექსოვა. დღითი-დღე იხვეწებოდა ობას ნართი,თანდათან უფრო წვრილი ხდებოდა, ნაქსოვი კი უფრო და უფრო ნატიფი. ქსოვისას რამოდენიმეჯერ ტუჩებით დაიჭირა ძაფი და შენიშნა, რომ ნერწყვით დასველებული ძაფი უფრო გამძლე და მწებვარე იყო. ამ აღმოჩენის შემდეგ ობამ გადაწყვიტა, მოექსოვა დიდი ბადე, გაეშალა თავისი სარკმლიდან და თვითონაც გადამძვრალიყო. დიდხანს ქსოვა ობამ ბადე. ძირითადად ნერწყვით დასველებულ, მწებვარე ძაფს იყენებდა, მაგრამ ზოგ ადგილებში ჩვეულებრივი ძაფიც გაურია, რათა გადაადგილებისას თვითონაც ზედ არ მიწებებულიყო. როგორც იქნა დაამთავრა თავისი უნიკალური ბადის ქსოვა. ერთ ღამეს გადმოშალა ბადე, თვითონაც წვალებით გადაძვრა და ჩაყვა მას. ბადის ერთი ბოლო კოშკთან ახლოს მდგარ ხეს მიამაგრა, თვითონ უკანვე აძვრა იმ ჩვეულებრივი ძაფებით და სარკმლიდან უთვალთვალებდა, რა მოხდებოდა. მთელი ღამის განმავლობაში ებმებოდნენ ბადეში ღამურები, ჭოტები, ბუები, ღამის პეპლები და რაც უფრო ფართხალებდნენ გასანთავისუფლებლად, მით უფრო ეწებებოდნენ და იხლართებოდნენ იმ უჩინარ ძაფებში. გამთენიისას ბადეში შავი ფერიაც გაება. მას კი, ხომ იცით ,ბოროტი გული აქვს და ხშირად იწყევლება ხოლმე. გაბრაზებულმა ახლაც დაწყევლა ბადის მომქსოვი გოგონა. -ობა,ობა! დაე, ისეთ არსებად იქეცი, არც მწერებმა მიგიღონ და არც ფრთოსნებმა. კიდევ უფრო მახინჯი გახდი, დაბრმავდი. დღე ვერ ჩნდებოდე და მთელ ცხოვრებას მხოლოდ ბადეების ქსოვაში ატარებდე ჩაკეტილ ოთახებში. იქვე ხეზე ცისფერი, კეთილი ფერიაც იჯდა. მას ისეთი ძალა არ ჰქონდა, რომ მთლიანად მოეხსნა შავი ფერიის წყევლა, მაგრამ შეარბილა განაჩენი: ობობა,(კარგად ვერ გაიგონა გოგონას სახელი ) დღეც შეგეძლოს გამოჩენა და ღამითაც, სიცხეშიც და სიცივეშიც. ხეებზე ძვრომაც შეგეძლოს, მიწაზე სირბილიც და წყალში ცხოვრებაც. რვავე თვალი შეგრჩეს და ზურგიც ნაირფრად მოგეხატოს. გამრავლდე და შენი მოდგმა ცალკე ოჯახად, ობობასნაირებად იქცეს. მართლაც, ობას ნაწილობრივ წყევლაც აუხდა და დალოცვაც. ისეთ არსებად იქცა, რომელსაც რვა ფეხი , რვა თვალი და ორად გაყოფილი სხეული აქვს. სახელად ობობა შერჩა. მის შთამომავლებს ზოგს მოლურჯო, დაწინწკლული ზურგი აქვს, ზოგს შავი,ყვითელი ზოლებით ან წითელი ლაქებით, ზოგს მოყავისფრო, მომწვანო, რუხი. ყველგან შეუძლიათ ცხოვრება მიწაზეც და წყალშიც. ხეებზეც დაცოცავენ და მიწაზეც დარბიან. თავიან ულამაზეს ბადეებს ბუჩქებშიც აბამენ, ბალახებშიც , ხეებზეც და ოთახის კუთხეებშიც. მსხვერპლს ადვილად იჭერენ მწებვარე ძაფით მოქსოვილი ბადით, თვითონ კი იმ უბრალო, არამწებვარე ძაფებით უვნებლად აღწევენ მსხვერპლამდე. აი, ასე გაჩნდა ობობა ამ ქვეყნად.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. აქ ეგ სმაილიკი რატომ გაჩნდა ვერ გეტყვით უბრალოდორიწერტილი დავსვი და ხაზი . ანუ მანდ იგულისხმეთ ორი წერტილი და ხაზი. აქ ეგ სმაილიკი რატომ გაჩნდა ვერ გეტყვით უბრალოდორიწერტილი დავსვი და ხაზი . ანუ მანდ იგულისხმეთ ორი წერტილი და ხაზი.
7. ლამაზია და კარგი 9 ქულა თანაც ისწავლიან როგორი ობობები არსებობს.
ცოტა ის მომენტი არ ჩაჯდა და კითხვა გამიჩნდა:- რატომ უნდა ჭამოს იმ გოგონამ მწერები? იქნებ იმ ცუდ ჯადოქარს წყევლაში ჩაემატებინა, რომ შენი დაჭერილი მწერებით იკვებებოდეო. :) ლამაზია და კარგი 9 ქულა თანაც ისწავლიან როგორი ობობები არსებობს.
ცოტა ის მომენტი არ ჩაჯდა და კითხვა გამიჩნდა:- რატომ უნდა ჭამოს იმ გოგონამ მწერები? იქნებ იმ ცუდ ჯადოქარს წყევლაში ჩაემატებინა, რომ შენი დაჭერილი მწერებით იკვებებოდეო. :)
6. გაიხარეთ გოგონებო. მეც მიყვარხართ :) :-* გაიხარეთ გოგონებო. მეც მიყვარხართ :) :-*
2. თქვენი საბავშვოები ძალიან,ძალიან და თქვენც... 5 თქვენი საბავშვოები ძალიან,ძალიან და თქვენც... 5
1. მიყვარს ეს გვერდი და ეს ადამიანი 5 რაღა თქმა უნდა. მან ამ გვერდს ჩემი შვილები კითხულობენ ჩემთან ერთად მიყვარს ეს გვერდი და ეს ადამიანი 5 რაღა თქმა უნდა. მან ამ გვერდს ჩემი შვილები კითხულობენ ჩემთან ერთად
|
|
მონაცემები არ არის |
|
|