ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2009


ჩუმად იყავი!

ჩუმად იყავი! აღარ მითხრა აღარაფერი,
აღარც პასუხი დამჭირდება და აღარც კითხვა,
ჩუმად იყავი, რადგან ვხვდები, ტყუილუბრალოდ,
მგონი, რომ ჩვენში უკვე ბევრი ზედმეტიც ითქვა.

ვიცი, ძნელია, მოუსმინო საყვედურს უხმოდ,
და თუნდაც ძლიერს, მოთმინება სიჩუმის გეყოს,
თვით კედელიც ხომ უპასუხოდ ტოვებს არავის
და ჩვენს ნათქვამზე უნებურად გამოსცემს ექოს...

ლიკა ოხანაშვილი
10.05.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები