ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არგონავტი
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2009


იწამე /პასუხი გვანციოლას/

იწამე, ცხოვრებაც უფრო ადვილია,
კრძალვით გამოგიწვდის ხელებს თავაზიანს...
“საზღვრებით მინაჯღაბნ ფურცლის ფორმატებზე”
სიკვდილის პროექტიც უფრო ლამაზია...

მე კი - რეალობის ბორკილებს დავიდებ,
თუნდ ახალგაზრდობა ხელებში ჩამიჭკნეს!
ღიმილით ავხედავ მაღალ შენობებს და
ქვიან ზედაპირთან სიცოცხლეს დავიჭერ!



                      2009-05-10 14:27

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები