ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პროზა
12 მაისი, 2009


მეოთხე წერილი ჩეს (საქართველო)

კომენდანტე დღეს ძალიან შემრცხვა, რამ მიმიყვანა იმ აქციაზე,მეგონა ქართველ ერს დავინახავდი,გამთლიანებულს,ერთად მყოფს, მაგრამ შევცდი...
მეგონა ეს ჩვენი ეგრეთწოდებული სამართალდამცავები კვლავ არ აწევდნენ ხელს თუ ხელკეტს თანამოძმეებზე...
მაგრამ შევცდი...
ისეთი სიზუსტით ისროდნენ ქვებს თუ ბოთლებს ეს ჩვენი წესრიგის დამცველი ვეფხვები რომ მე მგონი ერთიც არ აუცილებიათ მიზანს...
მაგრამ ქართველზე უფრო ხომ არავინ იცის როგორი სიზუსტით უნდა ესროლოს ქართველს...
ქართველზე უფრო ხომ არავინ იცის სადა აქვს აქილევსის ქუსლი ქართველს...
ჩვენ დროს ესე არ იყო ჩე...
ხომ არ იყო ესე?
ეხლა კი აქ ესეა, შენ ბედნიერი ხარ რომ ამისთანა სამარცხვინო ამბებს ვერ მოესწარი, შენ სადაც იყავი ყველგან ერთიანობამიიტანე, ერთხელ ნახე ღალატი...
...თუ ისიც ვერ ნახე, შენთვის ხომ ის ღალატი დასრულდა ცუდად...
ამიტომ ხარ ბედნიერი,ჩვენ კი ეჰ...
"ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?"_ო, თქვა ჩვენმა ბუმბერაზმა ადამიანმა და მასაც ტყვიით მიაგეს პატივი ვიღაც გიგოლებმა და სხვა მაგისთანებმა.
შენ ბედნიერი ხარ ჩე...
ჩვენ კი ღალატით გაგვანებივრეს...
მაგრამ როგორც ვამბობდით "უკან დასახევი გზა მოჭრილია" და კიდევ წინ უნდა ვიაროთ...
იქნებ ჩვენთვისაც გაისროლოს ავრორამ...
მოგიკითხე ჩე და გეამბორე ხალხის სათაყვანებელ მარჯვენაზე.
აბა წავედი ჩე...
ეჰ ჩე...





                    ###
შენზე დარდი და შენზე ფიქრები,
არასოდეს არ დამიმთავრდება,
შენი ლამაზი მაღალი მთები
სიზმარშიც ცხადად მომელანდება,

არავინ დარჩა რომ დაგიფაროს
"თურქთა" წყეული ურდოებისგან,
ყველა დამცირდა, ყველა გაირყვნა,
მაგ დაწყევლილი სავარძლებისგან.

აღარც დავითი, აღარც დემეტრე,
აღარც გიორგი,აღარც ერეკლე,
არ ჩანს თამარი,არ ჩანს თევდორე,
ყველა შეცდომა გავიმეორეთ.

"ვაი საცოდავო საქართველო, საით მიექანები."

ქართველის ენამ ეგ როგორა თქვა,
მაგრამ ეგ დრომ ქნა, დრო კი გაფუჭდა,
მაგრამ ქართველი და საქართველო,
არასდროს აღარ გადაგვარდება.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს