ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2008


სასტუმრო გერცერი

სართული ოცდაორი.
ვესტიბიული -
შვეიცარი ძველი უნიფორმით,
ერთი ვარსკვლავი -
დირექტორი გენერალია.
დერეფანი ოთახებით,
მარჯვნივ კენტები,
მარცხნივ ლუწები,
მორიგეობით -
ხასიათს გააჩნია.
ათასობით მე
მარჯვნივ თუ მარცხნივ
ქაოსურად,
სხვადასხვა სახით.
საერთო ერთი -
გარშემო გაზის კამერები,
უკმარისობა
სიცოცხლის
ან გაზის.
მოჭმული თითები,
კრუნჩხვები,
აგონია,
ტკივილი...
დერეფანში ხმაური,
გაურკვევლობა,
შიში...
სართული თერთმეტი
ამ სართულზე "მე-ებს"
საოცრად ტკივათ,
თუმცა ეს ერთადერთი სართულია
სადაც ვიცი რომ,
გაზი არ მყოფნის,
რომ სიცოცხლე გრძელდება.
ჩემი გაზი მამაჩემმა ჩაისუნთქა...
სართული ოცდაორი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები