უძველეს დროს ერთმანეთის გვერდი-გვერდ მდებარეობდა ორი სახელმწიფო. ერთ მათგანში კეთილი ადამიანები ცხოვრობდნენ. ერთმანეთი უყვარდათ, ყველა იღიმებოდა, ერთმანეთს ესალმებოდნენ,მოიკითხავდნენ, ჭირსა და ლხინს იზიარებდნენ. იქ მზე უფრო ანათებდა, ხეები უფრო ტკბილ ნაყოფს ისხამდნენ, ველებზე უფრო უხვი მოსავალი მოდიოდა. მეორეში კი გულგოროზი, გულღრძო, ბოროტი ადამიანები სახლობდნენ. ერთმანეთის ყველაფერი შურდათ. კარჩაკეტილად ცხოვრობდნენ. კეთილთა მეფე უჭკვიანესი მმართველი იყო. მან იცოდა მეზობელთა ხასიათი და ეშინოდა, თავს არ დასხმოდნენ მის სახელმწიფოს. ამიტომ უხუცესებთან მოითათბირა და გადაწყვიტა, აეშენებინა ციხე-სიმაგრე, სადაც გაჭირვების ჟამს ბავშვები და ქალები შეაფარებდნენ თავს. ვისაც შეეძლო, დაუზარებლად გამოვიდნენ სამუშაოდ. ციხე-სიმაგრის დამთავრებას სულ ცოტაღა აკლდა, რომ მეზობელი სახელმწიფოს ბოროტმა მეფემ, შურით დაბრმავებულ ხელქვეითებთან ერთად ომი წამოიწყო. კეთილთა სახელმწიფოს მცხოვრებთ ენანებოდათ ადამიანის(თუნდაც მტრის) მოკვლა, ბოროტები კი დაუნდობლად ხოცავდნენ ყველას. ქალებმა მოასწრეს ბავშვების ციხე-სიმაგრეში შეყვანა. ნაწილი ბავშვთა მომვლელად დარჩა, ნაწილი კი ციხის დაუმთავრებელი ნაწილის დასაცავად დადგა. ბოროტმა ადამიანებმა ამოწყვიტეს კეთილთა სახელმწიფოს მეომრები, მერე ქალებს დაერივნენ და ცდილობდნენ, ციხე-სიმაგრეში შეეღწიათ. ბავშვთა მომვლელები წრედ შემოერტყნენ პატარებს. დაძაბულნი ადევნებდნენ თვალს ბრძოლას. როცა დაინახეს, თუ როგორ შეაკლა თავი ბოლო დამცველმა ქალმა ბოროტთა რაზმს, ხელები ზეცისკენ აღმართეს და ღმერთს მხურვალედ შეჰღაღადეს: -უფალო, ღმერთო ყოვლისშემძლეო, გევედრებით, გადაარჩინე ჩვენი პატარები. ამის თქმაღა მოასწრეს, რომ მათაც დაერივნენ ბოროტები. დაუნდობლად ჩეხავდნენ, რათა მალე მიეღწიათ პატარებამდე, რომ...უცებ საზარლად დაიჭექა და ბავშვები თეთრ, შავ, ნაცრისფერ, თეთრთავა, შავკუდა, ფრთათეთრა ფრინველებად იქცნენ და ერთბაშად აიჭრნენ ცაში. აი, მათ დაერქვათ მტრედები. ბოროტი ადამიანები კი...ტარაკანებად, რწყილებად, კოღოებად და ბუზებად იქცნენ. ყველა პატარა ხომ ანგელოზია და ამიტომაცაა მტრედი ღვთის ფრინველად მიჩნეული. მოგისმენიათ მოგოგმანე მტრედის ღუღუნი? პატარას გაბმულ „აღუს“ არ წააგავს იგი? მტრედებს ძალიან უყვართ კეთილი ადამიანები, ადვილად ეჩვევიან მათ. ადრე, როცა არც ტელეფონი იყო და არც ფოსტა-ტელეგრაფი , წერილებიც კი გადაჰქონდათ იქით-აქეთ. ადამიანებსაც უყვართ ეს ულამაზესი, უწყინარი ფრინველები და ცდილობენ, შეძლებისდაგვარად გამოკვებონ ისინი. ბოროტთა შთამომავლები კი დღესაც ბოროტებას ჩადიან. კბენენ, აწუხებენ ადამიანებს, გადააქვთ ავადმყოფობები, აფუჭებენ სანოვაგეს. ადამიანებიც ვერ იტანენ მათ და ცდილობენ მუსრი გაავლონ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. მანანა,სენი მოხატული წიგნი მერე უნდა მაჩუქო მანანა,სენი მოხატული წიგნი მერე უნდა მაჩუქო
13. 5 მანანა ძალიან კარგი ხარ ძალიან და ყველანაირად 5 მანანა ძალიან კარგი ხარ ძალიან და ყველანაირად
12. "ადამიანებიც ვერ იტანენ მათ და ცდილობენ მუსრი გაავლონ." ხოდა მტრედებიც ეხმარებიან ადამიანებს ამ საქმეში
კარგი ზღაპრებია
10 ქულა "ადამიანებიც ვერ იტანენ მათ და ცდილობენ მუსრი გაავლონ." ხოდა მტრედებიც ეხმარებიან ადამიანებს ამ საქმეში
კარგი ზღაპრებია
10 ქულა
11. მანანა, მთელი ცხოველთა სამყარო სხვა თვალით დავინახე! გაიხარე! 5 მანანა, მთელი ცხოველთა სამყარო სხვა თვალით დავინახე! გაიხარე! 5
6. ჩემი მტრედები... ისე მიყვარს... თბილი...
5 ჩემი მტრედები... ისე მიყვარს... თბილი...
5
4. ძირს ბოროტება! ძირს ბოროტება!
3. მტრედების "აღუ" მშვენიერია. 5 მტრედების "აღუ" მშვენიერია. 5
2. მეც იგივეს ვიტყოდი :) მიხარია რომ კიდევ იწერება საბავშვო პროზა, იმიტომ რომ ბავშვებს სჭირდებათ სიკეთის სწავლა :) ქაუნთერით და ასეთი რაღაცეებით ნამდვილად ვერ ისწავლიან. მეც იგივეს ვიტყოდი :) მიხარია რომ კიდევ იწერება საბავშვო პროზა, იმიტომ რომ ბავშვებს სჭირდებათ სიკეთის სწავლა :) ქაუნთერით და ასეთი რაღაცეებით ნამდვილად ვერ ისწავლიან.
1. ქალბატონო მანანა, უნდა მაპატიოთ, უბრალოდ დრო არ მაქვს ხოლმე, რომ მოთხრობები წავიკითხო... მომეწონა მტრედების გაჩენის ისტორია :) მე მომისმენია მოგოგმანე მტრედის ღუღუნი... მიყვარს :) ქალბატონო მანანა, უნდა მაპატიოთ, უბრალოდ დრო არ მაქვს ხოლმე, რომ მოთხრობები წავიკითხო... მომეწონა მტრედების გაჩენის ისტორია :) მე მომისმენია მოგოგმანე მტრედის ღუღუნი... მიყვარს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|