ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2009


სატრფიალოსავით

ქარმა თმები გაგიშალა,
შენსკენ გავაპარე მზერა,
უკან ნელა მოგყვებოდი
შენმა ცქერამ დამანელა.

ნაბიჯს ცოტა მოუჩქარე
იფიქრებდი ჩამომრჩება,
მაგრამ ფიქრში შენთან ვიყავ,
რა ეშმაკი დამაბნევდა.

ჩემსკენ ერთხელ მოიხედე
ტუჩზე შეგეპარა მთვარე,
მარტო ერთი თხოვნა მქონდა
გამიღიმე გენაცვალე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები