ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
15 მაისი, 2008


როგორ გაუჩნდა ირემს რქები და ხალები

ალბათ გინახავთ ხალებიანი, ლამაზი, დატოტვილრქებიანი ირემი. ოდესღაც ასეთ ირემს არც რქები ჰქონდა და არც ხალები. გაინტერესებთ როგორ გაუჩნდათ ისინი? მაშ, მომისმინეთ.
    ოდესღაც ტყეში ცხოვრობდა ერთი პატარა, არაჩვეულებრივი ირემი. არაჩვეულებრივი კი იმით იყო, რომ მცენარეთა ენა ესმოდა, ამიტომ ნახევრად მშიერი დადიოდა ხოლმე. რატომ? ირმები იკვებებიან ბალახით, ხის ქერქით, ნორჩი ტოტებით, ხავსით ,სოკოთი. ამ ირემს კი ესმოდა, როგორ კვნესოდა ხე, როცა მას ქერქს, ნედლ ტოტებს აცლიდნემ. როგორ ტიროდნენ ყვავილები, ბალახები როცა მათ გლეჯდნენ. ამიტომ მხოლოდ მოტეხილ ან ავადმყოფ ტოტებს, გამხმარ, დამჭკნარ ბალახს და გადაბერებულ სოკოს ეძებდა საჭმელად.
    ამ უცნაურ ირემს ირემი კი არ შეუყვარდა, არამედ ძალიან ლამაზი ბუჩქი, რომელსაც ულამაზესი, თეთრი ყვავილები ესხა.
    ყოველ დღე მოდიოდა ირემი ამ ბუჩქთან, ელაპარაკებოდა, ეფერებოდა. მხოლოდ გვიან ღამით,როცა ბუჩქი იძინებდა ირემიც იქვე,შორიახლო მოიკალათებდა და იძინებდა.
    თანდათან აცივდა. ირემი უკვე წუთითაც არ შორდებოდა შეყვარებულს. ღამითაც მის გვერდით იძინებდა.
    ერთ ღამეს ბუჩქმა იგრძნო, რომ ყვავილებს კარგავდა. ატირდა. სველი ყვავილები ცვიოდნენ და იქვე მწოლ, მძინარე ირემს ეყრებოდნენ და ეკრობოდნენ.
    დილით ირემმა გაიღვიძა, შეხედა თავის შეყვარებულს და გაოცდა. სადღა იყო ქათქათა ყვავილები.
    -ეს რა მოგსვლია ჩემო სიყვარულო?-შესძახა შეძრწმუნებულმა ირემმა.
    -არა უშავს რა. მართალია მე დავვუშნოვდი, მაგრამ ჩემდა სახსოვრად ჩემი ყვავილები შენ ატარე- ჩურჩულით მიუგო ბუჩქმა- ალბათ მალე მეც გავხმები. მშვიდობით ჩემო ძვირფასო, ჩემო ლამაზო!
    ირემმა დაიხედა. მთელი ზურგი თეთრად დაფოთლილიყო. ის ლამაზი ყვავილები ხალებად აჩნდნენ ბეწვზე.
    -ამას, რა თქმა უნდა ვატარებ, მაგრამ შენ ვერ დაგივიწყებ, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ. მე ძალიან მიყვარხარ. ერთად უნდა ვიყოთ-წამოიძახა ირემმა. თავი დახარა და ცდილობდა,ბუჩქი ამოეძირკვა, რომ თან წაეღო.
    მათ უჩვეულო სიყვარულს ინტერესით ადევნებდა თვალ-ყურს იქვე, ლამაზ ნაძვზე მცხოვრები კეთილი, ცისფერი ფერია.
    დაენანა მათი დაშორება, აიქნია თავისი ჯადოსნური ჯოხი და ბუჩქი ირმის თავზე აღმოჩნდა.
    ამის შემდეგ  დიდი სიყვარულის დასტურად იმ ირმის შთამომავალთ ტანზე თეთრი ლაქები და თავზე ლამაზი, დატოტვილი რქები აქვთ. მართალია, რქები მხოლოდ მამა-ირმების თავსამკაულია და ზამთრობით ცვივათ ხოლმე, მაგრამ გაზაფხულობით ახალი, წლითი-წლობით უფრო დატოტვილი რქები ამოსდით. თან ნორჩი, მზარდი რქა (ანუ დოყი), რადგან უდიდესი სიყვარულის ნიშანია, სამკურნალო საშუალებასაც კი შეიცავს.
    აი, ასე გაჩნდა ქვეყნად დატოტვილრქებიანი, ხალებიანი ირემი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები