ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კაცია -ადამიანი?! :)))
ჟანრი: იუმორისტული
1 ივნისი, 2009


ყვითელი ავტობუსი და დენდი (ნამდვილი ამბავი)

    მაისის ქარიანი საღამოა, როგორც იქნა, დამთავრდა დამღლელი სამუშაო დღე, ისეთ ხასიათზეა, სახლში წასვლას არაფერი ურჩევნია, მაგრამ თან გაზაფხულია, თან ეს შავგვრემანი, მწვანეთვალება დენდიც ხიბლავს და ზის ასე, დაქანცული და თან რაღაცნაირ მოლოდინშია.. "ბოლოსდაბოლოს გადმოდგამს პირველ ნაბიჯს, თუ არა?!" და აი: "თუ სახლში მიდიხარ, გაგაცილებ."-"ოჰო, ეს რაღაც ახალია".. გადიან დახუთული შენობიდან და ქარბუქი ხვდებათ.. თვალებით ეძებს მანქანას, "როგორც მინიმუმ ოპელი ხომ მაინც ეყოლება"-არადა მომხიბვლელი ჭაბუკი გაჩერებისკენ მიაბიჯებს. "ნუუ, ტაქსსაც არაუშავს". დგანან, საუბრობენ.. თან ქარია ისეთიი, მიაქვს ყველაფერი.. გაიარა ერთმა ტაქსმა, მეორემ. არ უქნევს ხელს, ცოტა დაიბნა, მაგრამ არ იმჩნევს-"აუუ, "მარშრუტკაში" მაინც ჩამსვას, ვეღარ ვდგევარ.. არც "მარშრუტკა"?!" გაიარა ყვითელმა ავტობუსმა-"ავიდეთ, :ხო?" "მე მეკითხება? ხუმარაც ყოფილა".ავტობუსი დაიძრა გაჩერებიდან, საუბარს აგრძელებენ, ამასობაში მეორე ავტობუსი გაჩერდა-"ავიდეთ,ხო?"-ეკითხება კვლავ.. "არა, ეს ჩემი საოცნებო მამაკაცი, კვლავ ხუმრობს!" მოკლედ, მესამე ავტობუსი რომ კვლავ გაჩერდა, უცერემონიოდ აცუნცულდა ქალიშვილი, დაბნეული, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირველად მგზავრობდა ყვითელი ავტობუსით, შესაბამისად გადახდის წესებიც არ იცოდა. კი შეამჩნია რაღაც ყუთი, ინტუიციით მიხვდა, რომ აქ ხურდა უნდა ჩაეგდო.. საოცნებო რაინდმა არც ყუთი შეიმჩნია, ისე ჩაუქროლააა... დასხდნენ გვერდიგვერდ და გააგრძელეს საუბარი. ერთ-ერთ გაჩერებაზე ამოვიდა ორი ფორმიანი ადამიანი-კონდუქტორებს რომ ეძახიან და დაიწყეს ბილეთების შემოწმება. რა იხილა ეს სცენა ჭაბუკმა, წამოხტა და ისტერიულად დაიწყო ხურდების ძებნა ჯიბეში, გოგონა გაოცებული და დაბნეული მისჩერებოდა...
  -ხურდა არ გაქვს?
  -ახლავე ვნახავ...
  -დროზე მოძებნე, ვაიმე აქეთ მოდიან, ჯარიმა არ აგვცდება!!!
  "ეს ვის გადავეყარეეე, ღმერთო, მიშველე, ნეტა ჩემი ლარები ხურდებად გადაიქცეოდეს, სასწაულებიც ხომ ხდება?!"
  -ვ ი პ ო ვ ე ე ე....
  -აგაშენა ღმერთმა!
    დენდი ართმევს 20 თეთრს, თვითონ უფრო მდიდარია-40 თეთრის მფლობელია. ამაყად იღებს ორ ბილეთს. სოციალურად დაუცველი პირებისათვის, თურმე, 20 თეთრიანი ბილეთებიც არსებობს :) სახელმწიფო ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე!!!
    მეორე დღეს "სამოუვერენნი ბალვან" ურეკავს გოგონას,  სამსახურის შემდეგ ნაყინზე ეპატიჯება, მათ სამსახურთან  ერთი უსახური ჯიხურია, წინ სანაყინე მაცივრით... "უთუოდ იმ ჯიხურში იყიდის ორ ცალ ესკიმო ნაყინს, უფრო სწორად, მე მაყიდინებს, მერე ჩავსხდებით ყვითელ ავტობუსში, ,ბილეთებსაც მე ვიყიდი, გავაგრძელებთ ნაყინის ჭამას და....
_არააა, არ მცალია!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები