 | ავტორი: ლევანა ჟანრი: პოეზია 11 ივნისი, 2009 |
ვერ გამოვექეც, ამ ღმერთეულ, ზვრებს და ვენახებს, თავბრუს მახვევენ, აბურცული ძუძუ - კვირტები, ამდენი ხანი, თუ ვერ მოველ, თუ კი ვერ გნახე, ნუ ატირდები დედოფალავ, ნუ ატირდები. ვერ გადავურჩი, როგორც წყევლას შეცდენილ ქალის, გააპრილების აცეტებულ მოთქმას და ხარხარს, რომ სთქვი - ძნელია დავიწყება დაუვიწყარის, ამად მიყვარხარ დედოფალავ, ამად მიყვარხარ. არ გამიცვლიხარ, ოცნებებშიც ჯერ ვერ გაგცვითე, და მიმწუხრისას, შენზე ლოცვით როცა მივცხრები, გეჩურჩულები, თუ ოდესმე გული ჩაგწყვიტე, ნუ გამიწყრები დედოფალავ, ნუ გამიწყრები. შენი სახება პოეზიით მარად იცოცხლებს, ვარდთა სიალით და ბროლებით გვირილებისა... ეხლა კი სიზმრით, კულულებში თითებს გიცოცებ, ძილი ნებისა დედოფალავ, ძილი ნებისა... თუ ვერ გავურბი, ამ ღმერთეულ, ზვრებს და ვენახებს, თუ მიმეტებენ ათქვირული ძუძუ - კვირტები, ამდენი ხანი, თუ ვერ მოველ, თუ კი ვერ გნახე, ნუ ატირდები დედოფალავ, ნუ ატირდები.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. აღარ ატირდება დედოფალა-55555. აღარ ატირდება დედოფალა-55555.
22. ვაიმე,ვეღარ გავდივარ.....:):):) გულისწასვლამდე ლამაზი ლექსია:) ვაიმე,ვეღარ გავდივარ.....:):):) გულისწასვლამდე ლამაზი ლექსია:)
20. უმაგრესია!!! უმაგრესია!!!
18. არ ვიცი რა ვთქვა, მაგრამ რაღაც უნდა ვთქვა... არ შემიძლია ისე.. უმაგრესიააააააააა!!! დღეში ათჯერ ვკითხულობ. ძალიან მომწონს :) არ ვიცი რა ვთქვა, მაგრამ რაღაც უნდა ვთქვა... არ შემიძლია ისე.. უმაგრესიააააააააა!!! დღეში ათჯერ ვკითხულობ. ძალიან მომწონს :)
16. გამომრჩენია ეს ლამაზი ლექსი:) გამომრჩენია ეს ლამაზი ლექსი:)
15. აუუუუუუუუუ:::::::::::::::::555555555555555 აუუუუუუუუუ:::::::::::::::::555555555555555
14. დიდი პოეტი!!!!!!!!!!!!!! დიდი პოეტი!!!!!!!!!!!!!!
13. რა კარგია :) რა კარგია :)
12. ოჰოჰო, რა ლექსუალური ლექსია :) არა რა, გასვლა უნდა მოვაწყოთ კახეთში, თორემ მომენატრა ეს კაცი! ოჰოჰო, რა ლექსუალური ლექსია :) არა რა, გასვლა უნდა მოვაწყოთ კახეთში, თორემ მომენატრა ეს კაცი!
11. ლამაზი ლექსია...5
არ გამიცვლიხარ, ოცნებებშიც ჯერ ვერ გაგცვითე, და მიმწუხრისას, შენზე ლოცვით როცა მივცხრები, გეჩურჩულები, თუ ოდესმე გული ჩაგწყვიტე, ნუ გამიწყრები დედოფალავ, ნუ გამიწყრები.
ლამაზი ლექსია...5
არ გამიცვლიხარ, ოცნებებშიც ჯერ ვერ გაგცვითე, და მიმწუხრისას, შენზე ლოცვით როცა მივცხრები, გეჩურჩულები, თუ ოდესმე გული ჩაგწყვიტე, ნუ გამიწყრები დედოფალავ, ნუ გამიწყრები.
10. ბედნიერია ის "დედოფალა" ვისაც ამ ლექსს უძღვნით და წაუკითხავთ, კაცური ლექსია :) ბედნიერია ის "დედოფალა" ვისაც ამ ლექსს უძღვნით და წაუკითხავთ, კაცური ლექსია :)
9. თქვენებურია... მომეწონა... თქვენებურია... მომეწონა...
8. სხვები მომწონს თქვენი ეს ნაკლებად. სხვები მომწონს თქვენი ეს ნაკლებად.
7. საყვარელი დედოფალაა :) საყვარელი დედოფალაა :)
6. თავისებური მუღამის თავისებური კაცის თავისებური ლექსია.. გულიანი და ცოცხალი.. თავისებური მუღამის თავისებური კაცის თავისებური ლექსია.. გულიანი და ცოცხალი..
3. თბილი და დახვეწილი ლექსია :) თბილი და დახვეწილი ლექსია :)
2. არ გამიცვლიხარ, ოცნებებშიც ჯერ ვერ გაგცვითე, და მიმწუხრისას, შენზე ლოცვით როცა მივცხრები, გეჩურჩულები, თუ ოდესმე გული ჩაგწყვიტე, ნუ გამიწყრები დედოფალავ, ნუ გამიწყრები. შენი სახება პოეზიით მარად იცოცხლებს, ვარდთა სიალით და ბროლებით გვირილებისა...
ვახ, მშვენიერი ! 555 :) არ გამიცვლიხარ, ოცნებებშიც ჯერ ვერ გაგცვითე, და მიმწუხრისას, შენზე ლოცვით როცა მივცხრები, გეჩურჩულები, თუ ოდესმე გული ჩაგწყვიტე, ნუ გამიწყრები დედოფალავ, ნუ გამიწყრები. შენი სახება პოეზიით მარად იცოცხლებს, ვარდთა სიალით და ბროლებით გვირილებისა...
ვახ, მშვენიერი ! 555 :)
1. ეხლა კი სიზმრით, კულულებში თითებს გიცოცებ, ძილი ნებისა დედოფალავ, ძილი ნებისა...
ულამაზესი! :) ეხლა კი სიზმრით, კულულებში თითებს გიცოცებ, ძილი ნებისა დედოფალავ, ძილი ნებისა...
ულამაზესი! :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|