ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2009


იტალია (ირინკას)

ნავით მივცურავ ქალაქის ქუჩებში
გაოცებული შევყურებ ქუჩებს,
ხიდზე შემდგარა პატარა სინიორინა
ოცნებით ვეძახი ლამაზო გამარჯობა.

ქალაქის ხმაურში უეცრად ჩავიკარგე
ქალაქსმარადიულს შევყურებ დუმილით,
კაპიტოლიუმთან ლამაზი ქალი დგას,
ოცნებით ვჩურჩულებ მომხედე სინიორინა.

და ვინჩის, ტიციანის ტყვე ვხდები უნებლიე,
ფლორენციაში კვლავ თავბრუ მეხვევა,
თაღებთან დამდგარა ლამაზი გოგონა
და ჩუმად ვეუბნები ბუონჯორნო სინიორინა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები