ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
28 ივნისი, 2009


ზღვარზე,ანუ საღამო

მე შენ მომწონხარ უფრო.
ვიდრე უნდა მომწონდე...
სიყვარულამდე
(პროცენტული გამოთვლის შემდეგ)
ნული მთელი და მეასედი მაკლია გრძნობა.
მაჩვენებელი სასიკეთოდ რომ გამოსწორდეს,
სასურველია,
ვნებებს ერთად გავაძროთ ძრო და
ჩავყვინთოთ სადმე,
ქვიშიანი ნაპირის მიღმა,
ცივ მდინარეში.

გუშინ მზე ძოვდა მოსარკულ ცას.
(უამინდობა)...
მზე რა ამინდია?
წლებია,წყურვილს ვიკლავ გუბეებით  წვიმების.
მე მინდა(გვიანი გრძნობისთვის დამინდო)
მოგიყვე ცხოვრება მისხალ-მისხალ,მის,
და დაწვრილებით...

და გამოვა(უსათუოდ ასე):
ღელვა უქაროდ,
და გამოვა:
ვნება უხორცოდ
და გამოვა:
და გამოვა: სიცოცხლე უსიკვდილოდ!

საღამოა.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  უმა თურმანი ვულოცავთ დაბადების დღეს