ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2009


მომეფერე და...

...მომეფერე და შენს ფეხებთან სარეცელს გავშლი,
ავშლი წამწამთა ჩეროებში შეყუჟულ ვნებებს,
მცნებებს უგულო საცერიდან ცერა-ცერ გავცრი,
ავცრი ამ გულში სიყვარულით ასხლეტილ ფერებს.

...მომეფერე და შენი ხარჭა გავხდები წამსვე,
(მასვე ვუხარჭებ,ვის ცოლადაც მიცნობენ დღემდე),
მენდე,ხომ იცი შენს იღბალში უცვლელად ჩამსვეს,
მასვეს ნექტარი და უკვდავთა მწვერვალზე შევდექ.

...მომეფერე და ამით ყოფა გამიფერადე,
გამიხელადე შენი პეშვი-სისხლად ვიცლები,
გარდავიცვლები შენი ვნების ხარაჩოებში...
ყაყაჩოებში დავბრუნდები,გთხოვ,დამიცადე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები