ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2009


მარტი

მარტი მარტობს
მე ვარ მარტო...
ხომ ვერ მეტყვით
ნეტავ რატომ-
წვიმა ცხარობს,
სული წვალობს
ან კი ღმერთი
რად არ მწყალობს?
გაზაფხულზე ია ვშობე
მიწის სურნელს მონაპარი,
სულში სიო ჩავისახლე
ცუღლუტი და ონავარი.
ბალახს თრთვილად გავეფინე
და არილის ვიქეც შუქად...
სიყვარულით ხელად ხმნილმა
მიმოგდიე შუკა-შუკა.
ჩემი ცა და ჩემი მიწა
მისხალ-მისხალ შენ გაგიყე,
თუმცა მაინც არ დამინდე
თუმცა მაინც გამომრიყე....
მარტი მარტობსმე ვარ მარტო,
და ვერ ვხვდები
რისთვის?რატომ?                     
08.07.07 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები