ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2009


ცოლის ლექსი

ნეტავ ეხლა ვინ გეალერსება
გიფერავს თმას და
გიკოცნის თვალებს,
ვინ ელის კარზე საკეტის ხმაურს
ძილის წინ ვისი მკლავები გარწევს.

იქნებ მოგბეზრდა ჩემს შემდეგ ქალი,
ან იქნებ სულაც ორ ქალთან წევხარ,
ამ წამს და ტანზე
გაწყვია ღამე
ხელებად, თმებად, მკერდად და

კენტი,
ციფრების ჯამი კვლავ არის ლუწი...

ეწევა ფარდებს ფანჯრებზე მთვარე,
ვეწევი და შენ
ეხვევი კვამლში,
ესე ვარ, ესე - ვეცლები ხმაურს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები