ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2009


ბედნიერების მომენტი

        *    *    *                                                                                               
წუხელ ღამემ მომიტანა
მთვარის სხივთა კონა,
სასთუმალთან ჩამოდგა და
გულში ჩამიკონა.
მუჭში ჰყავდა მომწყდეული
ვარსკვლავების გუნდი,
ზეცა თრთოდა,ვით ჩემს ყელზე
ნაზი იაგუნდი.
ვერხვის შრიალს წააგავდა
ნაზი სიოს სრბოლა,
სიხარულის ცრემლი თვალზე
მომდიოდა ბროლა...
                        02.08.1997 წ.
          *    *    *                                   
გულზე დაგადნები თოვლივით,
თვალზე მოგეხვევი რულად,
ყურში ჩაგჩურჩულებ - ,,მიყვარხარ"!   
განა მოგექცევი მტრულად?
გზაზე მიმოგიფენ ყვავილებს,
ცაზე მოვაგროვებ ღრუბელს,
ჭექა ქუხილივით მქუხარე
წვიმით ამოგივსებ უბეს.
სულში ჩაგეღვრები ოცნებად,
გულში გაგიღვივებ იას,
ოღონდ ნუ ჩარაზავ დარაბებს,
კარიც დამიტოვე ღია...
                          20.05.1998 წ.
        ქარი ამბობს
შემოგეხვევი ყელსაბამივით,
ყელზე დაგიბნევ ამბორს...
,,შემოეფრცქვნება მაგ ვარდს ფურცლები"!-
ქარი გზა და გზა ამბობს.
წვიმა წამოვა ნიაღვარივით
ჩამოგეღვრება მხრებზე,
,,დაეჭმუჭნება კაბა პეპელას
ხელი არ ახლოთ ფრთებზე!"-
ისევ თავისას გაჰკივის ქარი,
წყრომით აწყდება ქუჩებს.
...რა სანეტარო სითბო ჰქონია
ოდნავ გაპობილ ტუჩებს...
                          12.06.1997 წ.                           
                                                               
                                                                                                                                             

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები