ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2009


ჰოი,მზეო

        ჰოი,მზეო

ჰოი,საოცარო მზეო,ნათელო,
გზები გაუნათე ჩემს საქართველოს,
ძალა მიეცი შენებრ დიადი,
გაუცისკროვნე მძიმე წყვდიადი.

აშორე თვალზე ბნელეთის ფარდა,
წინ არრა დახვდეს სინათლის გარდა,
ორგულს წაართვი ძალა ქადილის,
არ შეუსრულო ვერაგს წადილი.

ჰოი,საოცარო მზეო ნათელო,
იქნებ უშველო ჩემს საქართველოს...




          ჩემო აფხაზეთო

საოცარო ტკივილო,მოუშუშებელო,
ნამდვილ ქართველის გულს იარად დაჩენილო,
ჩემო აფხაზეთო, ვაი, რომ შორებელო,
ამ ქვეყნად სამოთხის სანაცვლოდ გაჩენილო.

დრო მოვა და ყველას კუთვნილი მიეზღვის,
შენც დაგიბრუნებენ სამოთხის სადარო,
ჩემო აფხაზეთო, მხარევ სანატრელო,
ბავშვობის ოცნებავ და ყრმობის ზღაპარო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები