ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემმა
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2009


ძველი ზარდახშა

ძველი ზარდახშა
ძველი სახლის ძველივე სხვენში ვერ წყდება წარსულს
და კედლებიდან აბლაბუდებს “ხევს” მელოდია.

ყავისფერი ყუთი
რამოდენიმე უჯრით და ორი ბალერინით,
დანაოჭებული სხეულით და სინესტის ფერით,
ყოველი შუაღამის გარდაცვლილი წუთებისას
უკრავს დავიწყებულს სველი ბგერებიდან.

ძველ ზარდახშაში
რამოდენიმე ძველი ნივთი აწმყოში სუნთქავს,
სათამაშო რომელიც დაბრმავდა სიბერისგან,
ყვავილი რომელიც დაჭკნა უწყლოობისგან,
სიყვარული რომელსაც ფრთები დასცვივდა უსივრცობისგან
და დრომოჭმული რომანტიზმი,
რომელიც ახლა უკვე ვადაგასული ,
სასაცილოდ მიღიმის ძველი ყუთიდან.

ხის კიბეებზე
ჭრიალით დადიან მოგონებები,
შემოცვეთილი ფეხებით და მკერდმოღეღილი ტკივილებით,
გამოგონილი ღიმილით და უსულო კადრებივით,
სახლში,
სადაც დილამდე ცეკვავენ ბალერინები.

ძველი ზარდახშა ახლაც უკრავს ძველისძველ სხვენში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები