ელის, ხო არ დაიღალე? ვიცი ძნელია შენთვის ამდენი ფეხით სიარული ქალაქში, აი ეს ქუჩაც და... კუთხეში სკვერია ელის, შეგვიძლია ჩამოვჯდეთ სკამზე და მომეხუტო... შენ ხო გიყვარვარ ელის? კი, ვიცი რომ გიყვარვარ, თუმცა არ ვიცი რა გიყვარს ჩემში... ელის... მომყვები? კაი რა, რადროს წყურვილია, აქ არსად არაა ფანტანი, აი, ავალთ მამადავითზე და იქ ნაკურთ წყალს დავლევთ მე და შენ ელის, გესმის? მე და შენ... ნაკურთხ წყალს... შენ გახსოვს ღმერთი ელის? აი ის, ჩვენს ბავშვობაში რომ დავტოვეთ, ის ღმერთი, დღეს რომ ჭუჭყიანი ხელებით გვეხვეწებოდა დახმარებას, ჩვენ კი - გვერდი რომ ავუარეთ და მორიგი რამდენიმე ათეული ბარში დავტოვეთ... ელის, თურმე მარტო ინვალიდებს არ ჭირდებათ დახმარება, არც მარტო მოხუცებს, ან შვილმკვდარ დედებს, ზოგჯერ ქმარმკვდარ გოგოსაც უნდა სხეულით რომ ვაჭრობს სანაპიროზე, ზოგჯერ მეც მინდა ელის... მე არ მოვალ შენს დაბადების დღეზე ელის, თუმცა შენ ჯერ არ იცი ეს და ალბათ ჩემ უფროსსაც გამოლანძღავ შენთვის მოტყუებული მივლინებისთვის. მიყვარხარ ელის, ხო ვიცი, უადგილოა აქ ამაზე ლაპარაკი, ეს ხომ ეკლესიაა და მაინც შენ გესმის ჩემი? ვიცი, ვიცი რომ ჩემი თუნდაც ერთი კოცნა ყველა საჩუქარზე ძვირფასია შენთვის ელის, ვიცი რომ შენში არაა პრობლემა, პრობლემა ჩემშია, პრობლემა ისაა რომ საშინლად ამაყი ვარ, პრობლემა ისაა რომ თუნდაც მთელის თვის ხელფასით მეათედსაც ვერ გაჩუქებ სხვებისას და რა მნიშვნელობა აქვს გჭირდება თუ არა ელის. იცი ზოგჯერ როგორ მტკივა? რა? სული მტკივა ელის და სხეული მტკივა რადგან ვინმემ შეიძლება ჩათვალოს რომ მეც იმ მეძავივით ვიყიდები, ჩათვალოს რომ ჩემი ხორცით ვაჭრობა დასაშვებია და მე ეს არ მკიდია ელის, ხო ამაზე ალბათ მიპასუხებ რომ მე ყველაფერი მკიდია, რომ უდარდელი ვარ... მარა არაა ეგრე, არაფერი არ მკიდია, არც ცუდი ცხოვრება, არც უსამართლობა, არც შენი ცრემლი და არც ზამთრის მოახლოვება, ვერ ვიტან ზამთარს ელის, ვერც ცხოვრებას ვერვიტან ჩვენშორის ამხელა სხვაობისთვის, მამაჩემისთვის და იმ მეძავის მეძავობისთვის. იცი ელის? "პევიცა მარგარიტა" მახსენდება, არა შენ არ მღერიხარ, არც მე ვხატავ და შენც მარგარიტასგან განსხვავებით გიყვარვარ, მაგრამ იქნებ მეც გავყიდო სახლი და გაჩუქო ყველაზე მეტი... და შენ გულში ვიცხოვრებ მერე ელის, შენ კი ჩემი ლექსით შემოივლი მთელ მსოფლიოს და თუ როდესმე ნობელის პრემია მომცეს (სიკვდილის მერე) შენ მიხვდები რომ მე მართლა მიყვარდი, ელის... ხო არ დაიღალე? ცოტაც და ავალთ და იქიდან გაცილებით ლამაზია ყველაფერი და თან დაღლილი აღარც დაშორებაზე ინერვიულებ ძალიან... ელის... გახსოვს ღმერთი? აი ის...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
33. Yochag. Dzalian momewona Yochag. Dzalian momewona
32. ოოო როგორ მიყვარს ელიის....!!!! ეს სახელიც შენი შემოქმედებიდან შემიყვარდა იოჰან: ) ძალიან მაგარი ხარ!! ოოო როგორ მიყვარს ელიის....!!!! ეს სახელიც შენი შემოქმედებიდან შემიყვარდა იოჰან: ) ძალიან მაგარი ხარ!!
29. ცხოვრება ორსიმიანი მობილურივითაა - გადართე, გადმორთე ქეთ © იოჰან&ხევსურ ... ცხოვრება ორსიმიანი მობილურივითაა - გადართე, გადმორთე ქეთ © იოჰან&ხევსურ ...
28. ხო გითხარი ვნახავთქო :) როგორ ხარ? მე არაჩვეულებრივად...ლექსში არაჩვეულებრივი 5 :) მეტი არ ვიცი რა უნდა გითხრა :) დანარჩენი ალბათ პირად საუბრებში :) ხო გითხარი ვნახავთქო :) როგორ ხარ? მე არაჩვეულებრივად...ლექსში არაჩვეულებრივი 5 :) მეტი არ ვიცი რა უნდა გითხრა :) დანარჩენი ალბათ პირად საუბრებში :)
27. დროა გაახსენდათ ღმერთი, თორე იცის სიამაყემ შტუჩკები, არ ჩერდება. საინტერესოა ! დროა გაახსენდათ ღმერთი, თორე იცის სიამაყემ შტუჩკები, არ ჩერდება. საინტერესოა !
26. პრობლემა ისაა რომ საშინლად ამაყი ვარ, << დაგღუპავს ;;)
პრობლემა ისაა რომ საშინლად ამაყი ვარ, << დაგღუპავს ;;)
25. "ვაიმე" <<
ეს აღმომხდა...ძალიან მომეწონა... "ვაიმე" <<
ეს აღმომხდა...ძალიან მომეწონა...
24. მოვუსმინე :D გაიხარეთ ;;) :)) მოვუსმინე :D გაიხარეთ ;;) :))
23. ძალიან, ძალიან... იოჰან! HUH;;) ძალიან, ძალიან... იოჰან! HUH;;)
22. აი ეს, აი ასეთი... :) აი ეს, აი ასეთი... :)
21. ელის ელის... კარგია ჩემო მეგობარო... 5 ელის ელის... კარგია ჩემო მეგობარო... 5
18. ხო...რაღაც არის...კომენტარისთვის მადლობა )4 ხო...რაღაც არის...კომენტარისთვის მადლობა )4
17. მომეწონა, მგონია რომ გულიდან ამოძახილი წრფელი ფიქრების დაღლილი სულის....
:) და რადგან წერილი პირველია, დაველოდები მეორე წერილს... მომეწონა, მგონია რომ გულიდან ამოძახილი წრფელი ფიქრების დაღლილი სულის....
:) და რადგან წერილი პირველია, დაველოდები მეორე წერილს...
16. :)ძალიან თბილი იყო და წრფელი,მე ასე მომეჩვენა:)5იოჰანს თუ ელისს:) :)ძალიან თბილი იყო და წრფელი,მე ასე მომეჩვენა:)5იოჰანს თუ ელისს:)
15. კაატ ქულები გაკლდება ;;) warning (თავს ვერ დავდებ გამართულ ინგლისურზე) :D კაატ ქულები გაკლდება ;;) warning (თავს ვერ დავდებ გამართულ ინგლისურზე) :D
13. ტესტ
აბა ვნახო მარტო ჩემზე თუა ეგეთი გარტულება :D ტესტ
აბა ვნახო მარტო ჩემზე თუა ეგეთი გარტულება :D
11. 55555555555555555.........გკოცნი! 55555555555555555.........გკოცნი!
10. სიკვდილის მერე..
სიკვდილის მერე..
9. სალამი ხევსურო, როგორ ხარ?:) სალამი ხევსურო, როგორ ხარ?:)
8. :) ამ ლექსს დაღლილი თვალები აქვს :) და დაღლილი ხმა... :) ამ ლექსს დაღლილი თვალები აქვს :) და დაღლილი ხმა...
7. მე ძალიან მომწონს ასეთი წრფელი მინდია... მე ძალიან მომწონს ასეთი წრფელი მინდია...
6. ძალიან კარგია! 5 ძალიან კარგია! 5
2. ძალიან მომეწონა :) ძალიან მომეწონა :)
1. ყოველდღიური :) ყოველდღიური :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|