ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანა
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2009


ასეა როცა...

დრომ მწუხრისფერი დაგრია ხელი,
სულს დაფენია სიყვითლე ობის,
ასეა, როცა ვიღაცას ელი,
ასეა...  როცა არავინ მოდის.
წელთა გადაღმა მაისებს ჰგავდი,
დღეს ძარღვებს გივსებს მძიმე ქაოსი,
ასეა როცა, ხარ მწუხრის ლანდი,
მეფე მუზების სასაფლაოსი.
ხარ უქარობით, ბედი აფრების,
დაშრეტილ თვალთა უშუქო მზერა,
ასეა, როცა გჯერა ზღაპრების,
იცი ტყუვდები, და...
მაინც გჯერა.
ასეა, როცა შეშლილ ძახილზე
გპასუხობს ექო ხავსიან ლოდის...
ასეა, როცა ისიც გახიზნეს,
და არც სიკვდილი არსაით მოდის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები