ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2009


ჩემი ალუჩები

რად შეეჩვია ნეტავი
ავქარი ამ ჩემს ალუჩებს?
ვერ დავიჯერებ,რომ ქროლვით
მათ გულისტკივილს აყუჩებს.

სულის ჩანგს ჩასწყდა სიმები,
ქარვა მოედო მკრთალ ტუჩებს,
ავყევი ქარის მონაჭორს
და დავყევ ობლად მთვრალ ქუჩებს

გულში გაცეცხლდა ღადარი,
ფიქრებს ფიქრებზე აქუჩებს,
ვიღაც კი თვალებუჩინო
ზედ გულზე მირტყამს ჩაქუჩებს.

შეშლილი შევცქერ ქუჩაში
ჩემი ლექსების ნაკუწებს,
ვაი,რომ უხმლოდ,უდაშნოდ -
უიარაღოდ ამკუწეს...

13.10.07 წ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები