ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2009


დაგემატე

http://urakparaki.ge/?m=4&ID=13668

1

დაგემატე
უკვე რა ხანია,
ტოლობიდან უტოლობად გაქციე,
სადღაც ათწილადის მძიმის იქით ვარ
რამდენიმე ნოლს მიღმა,
ჯერ ალბათ ვერც კი ამჩნევ
ამ უმნიშვნელო მატებას
შენ და შენს ძველ "მე"-ს შორის,
როცა დილიდან აივანზე უყურებ მზეს
და მკერდზე ვერაფერს ვერ გრძნობ
ვერც სიცხეს,
ვერც გამვლელებს,
ვერც უძილობას...

2

მალე ჩემთან ახლოს
გექნება სახლი,
გადავჭიმავთ ოცნებებს აივნიდან აივანზე
და ვივლით ფეხშიშველები
უმოაჯირო ბეწვის ხიდებზე.
იქნებ ერთმანეთის თვალებშიც ჩავიჩეხოთ
გაყოფასავით
სადაც გასაყოფი შენ ხარ
გამყოფი მე და კიდევ რამდენიმე ციფრი
შენი ირაციონალური სამყაროდან რომელთა
აღქმაც საოცრად მიჭირს...

3

დაგემატე,
უკვე რა ხანია,
ჯერ კიდევ ბავშვობიდან მხიბლავდა უტოლობები
როცა მეგონა რომ მიცვალებულებს
მოგონებები მიჰქონდათ ღმერთთან
ჭრელ-ჭრელი ტილოს ტომრებით და
ალაგ-ალაგ სცვიოდათ ცაზე-
ცისარტყელებად ჩემი ჰორიზონტის
სამხრეთ ნაწილში.

4

დაგემატე,
ეხლა ამოცანას ორი კითხვა აქვს
ერთი მე და ერთიც განაყოფი.
ირონიაა -
დამატება გაყოფას ითხოვს,
სივრცის და სიმრავლის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები