ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პროზა
8 ივლისი, 2009


სიყვარულის ცრემლი (ანუ როგორ უყვარს ბიჭს გოგო)

მესამე ზარზე უპასუხეს
_მე ვარ!
_ვინ შენ?
_ვერ მიცანი?
_ხოოო!-უპასუხა გოგომ
_როგორ ხარ?
_ვარ რა, მეძინება!
_რატომ?
რა ვიცი აბა? მეძინება.
საუბარი არ ეწყობოდა...ბიჭი დაიბნა.
_ხო არ დაგავიწყდა?
_რა?
_რომ მიყვარხარ!_და ბიჭს პასუხის მოლოდინში გული აუფრთხიალდა.
_კარგი რა.
_დაგავიწყდა?
_არა, არ დამვიწყებია, კარგი ხო წავედი!
_რა გეჩქარება?
_რაზე მირეკავ?
_არ იცი რაზეც? მიყვარხარ.
_ეგ მითხარი უკვე. საქმე გაქვს რამე?
_საქმეე? არაფერი.
_აბა კარგად.
_მოიცა.
_რა იყო?
ხო იცი როგორ მიყვარხარ.
_ისე რა.
ბიჭს ეწყინა მაგრამ გოგოს ხმა ისე სიამოვნებდა ტელეფონის გათიშვა არც უფიქრია.
_მაგრად,მაგრად მიყვარხარ...როდის შემხვდები?
_რაზე უნდა შეგხვდე?ახალი უნდა მითხრა რამე?
_ხო.
_რა.
_წინანდელზე მეტად მიყვარხარ. უზომოდ მიყვარხარ.
_ლამაზი სიტყვები იცი რამდენი ვიცი?
_ეგ სიმართლეა!_აღმოხდა ბიჭს.
_კაი წავედი, კარგად!_და გოგომ ტელეფონი გათიშა...
...გაოგნებულ ბიჭს ყურმილი ცოტა ხანი არ მოუშორებია, მერე ძირს დააგდო და თავი ხელებში ჩარგო.
რომ აიხედა თვალზე ობოლი ცრემლი უბრწყინავდა...
სიყვარულის ცრემლი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს