ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2009


რწმენა

დახავსებული,
დამეხილი ძველი ყავარი
ლამისაა რომ ჩამოიქცეს,ჩამოყირავდეს,
სად არის ბოძი,ნაბოძები ძელქვას ძარღვიდან,
ან სად არიან ოსტატები?
-ჩამოიარეს?!
-როდის ან რატომ?!
-საით ან რისთვის?!
ვინ მიპასუხებს ამაზე ახლა...
ხომ არ შევჩერდით?
წყეულიმც ვიყოთ
თუ ავუარეთ ბილიკებს მართალს!
წავიდა ძველი,
მოველით ახალს,
თუმც ძველებურად ვერ ვდგავართ ფეხზე,
მაგრამ იმედი გვაცოცხლებს მაინც-
ძველი ყავარი გვახურავს ჭერზე.
...და იქნებ კიდევ გაუძლოს დიდხანს,
სანამ ოსტატი გამოთლის ძელქვას,
არ შევშინდებით,მამულის გული
მომავლის რწმენით ჯეროვნად ფეთქავს.
                              28.05.2000 წ.                             

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები