ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2009


ძველი ფრთები

წამი წამზე დაკიდული
მარგალიტი მეგონა,
ყელზე ისე მოვიხვიე
ჩქამიც არ გამეგონა.

ჩამი-ჩუმით ჩავირბინე
მკერდხატულა კორდები,
ახლა ვხვდები,წლები მიჰქის,
მიჰქრის და ჩვენ ვშორდებით.

უკუ გზები ვერსით ვპოვე,
გაჰქრნენ ძველი ხედები,
თურმე ისე შემიტოპავს
უკან ვერ ვიხედები.

მაგრამ მაინც ძველებურად
მიდუღს გულის მაჭარი,
რადგან ამ გულს ძველი ფრთები
ჯერაც ვერ ავაჭერი...
                09.07.07 წ.                           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები