ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პროზა
14 ივლისი, 2009


მზე, ზღვა და ცოტა სიყვარულიც

იმ წელსაც სარფში ვისვენებდი. ძალიან მიყვარს ეს ორად გაყოფილი სოფელი, თავისი გამჭვირვალე ლურჯი ზღვით, ამწვანებული მთებით.
აქ ყოველთვის ლაზისტანის სუნთქვას ვგრძნობ.
ყოველსაღამოს კონიაკის ბოთლით ვიჯექით მე და ჩემი ძმაკაცი ზღვის პირას და ტალღები გვიყვებოდნენ ძველ ლაზისტანზე, მშობლიურ კუთხეზე,სიყვარულზე...
და მზეზე რომელიც ყოველ საღამოს მათთან სტუმრად მიდიოდა...
მართლა გვესმოდა ტალღების ჩურჩული...
ხანდახან მზე როცა აღარ ჩანდა და ცა ტიროდა განრისხებით ღმუოდნენ ჩვენი მეგობრები და ყველაფერს წალევით ემუქრებოდნენ.
მაშინ მე ჩემს სიყვარულზე ვფიქრობდი,თვალები ცრემლებით მევსებოდა და ძღვას ვანდობდი გულისნადებს.
ზღვა წყნარდებოდა და ჩუმად მისმენდა,ხანდახან ამოიგმინავდა.
თუ კარგ ხასიათზე იყო ცელქობდა ხოლმე.

                                                    ***

იმ დღეს პლაჟზე მარტო ჩავედი, საღამო იყო და ზღვაზე კაციშვილი არ ჭაჭანებდა. მე ძმაკაცის მოლოდინში კლდეებთან ჩამოვჯექი და ჩამავალი მზეს დავუწყე ყურება...
უკნიდან ხმაური შემომესმა, გავიხედე და ძმაკაცი დავინახე, ის მოაბიჯებდა, საშუალო სიმაღლის, ქერა და მზეს სიყვარულით ანთებული თვალებით შეჰყურებდა. ხელში ორი ბოთლი კონიაკი და სიგარეტი ეჭირა. ერთი ბოთლი მე მომაწოდა, გავხსენი და სულმოუთქმელად გადავკარი რამდენიმე ყლუპი, კონიაკი თბილ სითბოდ ჩამეღვარა სხეულში...
მიყვარს ზღვისა და მზის ყურება როცა ბახუსი მიმეგობრდება...
და სიყვარულზე ხომ ისედაც ვფიქრობ...
მოკლედ რომანტიკა მიყვარს...
მერე ძმაკაცს ავხედე, ის ისეთი სიყვარულით უყურებდა მზეს რომ ცოტა არ იყოს შემშურდა.
უცებ რაღაც გამახსენდა, ფეხზე წამოვვარდი და ტრასისკენ გავიქეცი, ძმაკაცმა გაკვირვებით გამომაყოლა თვალი მაგრამ არაფერი უთქვამს. მე ყვავილების გამყიდველ ქალთან მივირბინე.
_დეიდა ლურჯი ჰორტენზია გააქვთ?_შევეკითხე.
_კი შვილო!_მიპასუხა ქალმა,მე ყვავილი ვიყიდე, პლაჟისკენ გავიქეცი და ჩამავალი მზის ბილიკთან დავაწყვე ყვავილები. ძმაკაცმა ისევ გაკვირვებით შემომხედა. მე გავუღიმე.
_გახსოვს დუმბაძის "მზიანი ღამე", მზეს ყვავილები ვაჩუქე!_ვუთხარი მე. შევატყვე რომ შეშურდა, მაგრამ მერე სახე გაუნათდა, გაიღიმა და ხელი მაგრად ჩამომართვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს