ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2009


ზმანება

ჩემს სარკმელში მზე ცეცებით
შემოდის და ანათებს,
იატაკზე სხივებს მიფენს
როგორც ცის ამანათებს.
მე კი მძინავს...
თვალს არ ვახელ,
ქუთუთოდან ვიცინი,
...და არ ვამხელ,
რომ ჟრჟოლას მგვრის
დილით მზესთან ქიცინი...
ამ ლაციცში უნებურად
იღვიძებენ ლირფები-
საფეთქლებთან აბურდული
თავმომწონე ზილფები.
გული მიცემს...
სული მითრთის...
მზე საწოლში  მიწვება!
ყამიწს წელზე ნიშნად მადებს
და ღალატიც იწყება...
ჩემს სხეულში გაბნეული
მზე სხივებით ბოგინობს...
ეხ,რა გითხრა,
რა გიწოდო
უთავბოლო ლოდინო?!

16.07.2009 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები