ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პროზა
18 ივლისი, 2009


ბაბუ

                                    მზეს დაუგია ფფოთლის ლეიბი,
                                                      მზე შენს საფლავზე ფოთლებს ახუნებს... 
                                                      შენ ხომ გიყვარდა სმა და ქეიფი,
                                                      მოვალ და... ჭიქა მომიჭახუნე!
                                                                                         
                                                                                    ბექა ახალაია

მე და ბაბუა გაღმა სოფლიდან მოვდიოდით, გზად სასაფლაო უნდა გამოგვევლო.
-გაჩერდი ბაბუ!_ მითხრა ბაბუამ.
-რა იყო?_ვკითხე გაკვირვებულმა.
-ძროხას ხო ხედავ სად დგას?_შემომხედა ბაბუაჩემმა.
-რომელი, შავი?_ვკითხე მე.
-არა წითელი, ცალი რქა რომ არა აქ.
-ხო მერე?
-იმ ადგილას უნდა დავიმარხო და შენ იცოდე, სხვაგან არ  დამასაფლაონ,ხო დაიმახსოვრებ?
-კი,მაგის დამახსოვრებას რა უნდა! ვთქვი მე და ფერდობი ჩავირბინე.

  მეორე დღეს ბაბუა თოხის ტარს თლიდა, უცებ გაჩერდა და დამიძახა.
-რა გინდა ბაბუა?_მივირბინე მე.
-ის ადგილი გახსოვს ბიჭო გუშინ რო გითხარი?_შემეკითხა ბაბუა.
-როგორ არა სულელი კი არა ვარ!_ვიწყინე მე.
-აბა სად იყო!_გამომცდელად მიყურებს ბაბუა.
-წითელი ძროხა არ იდგა?ცალი რქა რო არ ქონდა!_ნიშნი მოვუგე მე.
-ბიჭო,რო არ დაგხვდეს ის ძროხა იმ ადგილზე, რას შვრები მერე ხო დამტოვე დაუმარხავი?_დამძახა ბაბუამ და სიცილი აუტყდა.


  ბიჭი ქვაზე დაღვრემილი იჯდა. ცოტა მოშორებით ოთხი კაცი  ლაპარაკობდა.
-არ გაითხრება მანდ, ქვიანი ადგილია და მესაფლავეები გაწვალდებიან!_თქვა მსუქანმა კაცმა და ხელით იმ ადგილზე ანიშნა, სადაც ბიჭი იჯდა.
-მაშინ აქ გაითხრება, გადაწყვეტილია!_ჩაილაპარაკა ულვაშიანმა და დაბლა წამოვიდნენ.
- წავედით არ გაითხრება მანდ, ცოტა ზევით უნდა დავმარხოთ!_უთხრა ულვაშიანმა ბიჭს,ცოტა რომ გაიარეს ერთმა უკან მოიხედა და გაჩერდა. ბიჭი თავჩაღუნული ისევ იქ იჯდა. კაცები უკან დაბრუნდნენ. მსუქანმა ბიჭს მხარზე ხელი დაადო, ბიჭმა ცრემლიანი თვალებით ამოიხედა და ყველა სათითაოდ შეათვალიერა.
-ბაბუმ აქ დამასაფლავეო და თქვენ კი...!_ვერ დაასრულა სიტყვა და ატირდა.
ყველამ ერთმანეთს შეხედა, ყველას თვალები მოსწყლიანებოდა.
-აქ უნდა დაიმარხოს!_თქვა ერთმა, ბიჭს მხარზე ხელი მოხვია და ფერდობზე დაეშვნენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს