მაშინაც ასეთი ადრეული გაზაფხული იდგა. გადაპენტილიყო ტყემალი. დასკდომაზე ჰქონდათ კვირტები მსხლებს, ვაშლებს, ატმებს. ერთ პატარა ატმის ხეზე კი ანც კვირტს ეჩქარა და ლამაზ, სათუთ ყვავილად გადაშლილიყო. თამთა ფანჯარასთან იდგა და გაღიმებული უყურებდა ყოჩაღ ყვავილს. უეცრად მოვარდნილმა ქარმა შეაშფოთა ტყემლის ყვავილები. ძირს თოვლის ფანტელებივით მიმოაფრქვია და გაკვირვებული შედგა. ატმის ანც ყვავილს შეხედა და გაავებული ღრიალით ეკვეთა. ვაჟკაცურად უმკლავდებოდა მოძალებულ ქარს პატარა, მაგრამ აქეთ-იქით ეხეთქებოდა ტოტთან ერთად, საცაა უნდა მომწყდარიყო, რომ ატმის ხესთან ჯარჯი გაჩნდა. ფრთხილად მოწყვიტა შემკრთალი ყვავილი და ფანჯრიდანვე მიაწოდა: -მოულოდნელი სიხარული არ მოკლებოდეს სარვამარტოდ! რა მცირე დრო გასულა იმ დღიდან. ერთი წელი! რაა ერთი წელიწადი, მაგრამ რამდენი სიხარულისა და ტკივილის დამტევი იყო იგი თამთასათვის. უეცრად მოხდა მათი დაქორწინება. ყველასათვის მოულოდნელად. შემოდგომის ერთ ლამაზ, ოქროსფერი მზით სავსე დღეს სახეტიალოდ წასულები მაჩჩის ბიუროს წააწყდნენ. -პასპორტი თან გაქვს?-ჰკითხა ჯარჯიმ. -დიახ. -მოდი, შევიდეთ. აქ ჩემი თანაკლასელი მუშაობს და უპრობლემოდ მოგვაწერინებს ხელს. ასე გახდნენ ცოლ-ქმარი. მერე სულ რაღაც სამიოდე თვე გავიდა. სიყვარულის, ოცნების, აღმაფრენის დრო. ყველა ნატვრას უცნაურად, მოულოდნელად უსრულებდა ჯარჯი.“მოულოდნელი სიხარული ჯობიაო“-ეტყოდა ხოლმე. მერე კი მოულოდნელად წავიდა ამ ცხოვრებიდან და დატოვა თამთა დიდ ტკივილთან, სევდასთან, ცრემლებთან ერთად. ისევ მოულოდნელად ამოვარდა ქარი. მიაწყდა ფანჯარას, ტყემლის, ატმის ყვავილებს. თამთამ ფანჯარა გააღო, ხელები გაშალა, უნდოდა თვითონაც ქარს გაჰყოლოდა შორს, შორს...რომ ყრუ ბიძგი იგრძნო შიგნიდან ერთხელ, მეორედ, მესამედ! -ბავშვი! ჯარჯის , ჩემი, ჩვენი შვილი!-აღმოხდა თვალცრემლიანს. „მოულოდნელი სიხარული არ მოკლებოდეს...“-ჩაესმა ჯარჯის ხმა-„ მოულოდნელი სიხარული...“
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. მანანა, ტყემალი და ატამი ერთად არასოდეს ყვავილობს. იქნაბა "ატამი" "ნუშით" შეგეცვალა? ტყემალი და ნუში - ერთად ყვავილობს! სხვა შენიშვნა არ მაქვს. 5 მანანა, ტყემალი და ატამი ერთად არასოდეს ყვავილობს. იქნაბა "ატამი" "ნუშით" შეგეცვალა? ტყემალი და ნუში - ერთად ყვავილობს! სხვა შენიშვნა არ მაქვს. 5
9. რა ვიცი აბა ამაზე ბევრი შეგეძლო დაგეწერა, მშრალივით გამოვიდა ასე. ასეთ სიყვარულზე ბევრი ლამაზი დღე შეგეძლო დაგეწერა. ასეთ ტრაგედიაზეც და ბოლოს კიდევ ერთ მოულოდნელ სიხარულზე, რა ვიცი განა ცუდია არა რას ამბობ, მომეწონა და ძალიანაც. ხოდა ამიტომ მინდოდა რომ ბოლომდე დაცლილიყავი. რა ვიცი აბა ამაზე ბევრი შეგეძლო დაგეწერა, მშრალივით გამოვიდა ასე. ასეთ სიყვარულზე ბევრი ლამაზი დღე შეგეძლო დაგეწერა. ასეთ ტრაგედიაზეც და ბოლოს კიდევ ერთ მოულოდნელ სიხარულზე, რა ვიცი განა ცუდია არა რას ამბობ, მომეწონა და ძალიანაც. ხოდა ამიტომ მინდოდა რომ ბოლომდე დაცლილიყავი.
8. ეს პირველად რომ მეგობრებმა წაიკითხეს, კრიტიკის ცეცხლში გაატარეს, მაინტერესებდა , თქვენზე რა შთაბეჭდილებას დატოვებდა:) მადლობები... რა მივაფუჩეჩე ბარტყო? ;;) ეს პირველად რომ მეგობრებმა წაიკითხეს, კრიტიკის ცეცხლში გაატარეს, მაინტერესებდა , თქვენზე რა შთაბეჭდილებას დატოვებდა:) მადლობები... რა მივაფუჩეჩე ბარტყო? ;;)
7. კარგი კია მაგრამ ცოტა გარკვევით რომ დაგემთავრებინა და ბოლოში ასე არ მიგეფუჩეჩებინა უკეთესი იქნებოდა. მე მაინც დავწერ 5 ს ძალიან მიყვარხარ კარგი კია მაგრამ ცოტა გარკვევით რომ დაგემთავრებინა და ბოლოში ასე არ მიგეფუჩეჩებინა უკეთესი იქნებოდა. მე მაინც დავწერ 5 ს ძალიან მიყვარხარ
5. :(ნაღვლიანია,მაგრამ კარგი მანანა!-5 :(ნაღვლიანია,მაგრამ კარგი მანანა!-5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|