ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პოეზია
20 აგვისტო, 2009


როგორ არ უნდა მოვიკლა თავი?

როგორღა უნდა მოვიკლა თავი,
თუ კი ისედაც მკვდარი ვარ უკვე?
მუდამდღე ფიქრი მაგიჟებს ავი
რადგანაც გუნდრუკს წარმავალთ ვუკმევ...

რადგანაც ბოღმა სცილდება საზღვარს-
ვერ დაიტია უკვე ვეღარამ,
რა უსულგულოდ მანგრევს და მარღვევს
ვერ გადახდილი ვალის ბეგარა...

როგორ არ უნდა მოვიკლა თავი
საკუთარ მესაც ვეღარ ვეწევი,
ვინ დამიმადლის ჭაპანის ზიდვას
დღე და ღამე რომ უხმოდ ვეწევი?

რაღა იქნება ნეტავი ბოლოს,
გზის გასაყარზე ვინღა დამიცდის?
შემრჩება ,ვიცი, ნაღველი მხოლოდ
შესანდობარს რომ ვერვინ დამიცლის...

...და ისევ კითხვა ამიკლებს ავი:
რატომ არ უნდა მოვიკლა თავი?

                              05.08.2007 წ.                             

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები