ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პოეზია
3 ოქტომბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

ბეწვის ხიდზე

ჩემი სუნამოს
უჩვეულოდ ნატიფი ქილა
შენი სხეულის
მონახაზებს მაგონებს თითქოს...
და ის,
რაც უკვე უკვდავების მანანად ქმნილა
ჩემი სისხლია
და შენს მკერდზე პკურებას ითხოვს!
მომეცი ხელი,
მთვარეულს ხომ ამ ბეწვის ხიდზეც
აღარ დამინდობს
ბედის ბორბლის პირუკუ რბოლა,
იზრუნე ჩემო,
რომ უეცრად არ გამოვფხიზლდე,
არ გადავიმსხვრე
თვალუწვდენელ უფსკრულზე ბროლად.
არ მინდა
ხევებს დავეღვარო კალთებზე ლალად,
ვიცი,
გვირილებს მეწამული წასკდებათ ცრემლი
და ჩემი სისხლიც
დაგედება უმალვე ვალად-
გამოგეშლება მჭედლობისას საყრდენი გრდემლი...

მომეცი ხელი!
                                    20.07.2009 წ.                       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები