ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პოეზია
18 აგვისტო, 2009


ფარდაგებში

გახელებით
შიშველ მკერდზე გეთითები,
თითქოს ბრმა ვარ
და შენს სხეულს ვითავისებ,
დაცვარულ ზურგს
სიო ქროლვით გინიავებს
და შენს სუნთქვას
რემასავით მიაგელვებს...
გეფერები,
იბურდება ფარდაგები...
და ქარს მიაქვს
ლექსი,შენთვის დაწერილი
ვკოცნი ტუჩებს
ძოწებივით ამოტვიფრულს
ფეხის წვერზე ალვასავით აწოწილი.
ირგვლივ მზეა
ჩვენზე მეტად ვნებიანი
მოოქროვილ ზეზიაზე გაწოლილი...

21.07.2009 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები