ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
22 ივლისი, 2009


უბრალოდ მაინტერესებს თქვენი აზრი...

დილა მშვიდობისა!
            ალბათ თქვენთვისაც ნათელია,რომ ურაკზე ნაწარმოების რეიტინგის გამსაზღვრელი არის პირველ რიგში ავტორი და შემდეგ ნაწარმოების ხარისხი.(ეს უდაოა!)მკითხველი თავს არიდებს რჩეული ავტორისადმი კრიტიკის გაკეთებას,ვინაიდან,თუ კი ავტორი არ გიპასუხებს,სხვა ,,რჩეული" აუცილებლად დაგიტოვებს ასეთი შინაარსის კომენტარს:,სენთან დავას არ ვაპირებ...ჯერ მოდი ჩემს დონემდე და მერე! კარგად...",ან კიდევ: ,,ადამიანი რომ ახალაიას რითმებს დაუწუნებს...ან დილეტანტი უნდა იყოს ან კიდევ...აღარ მახსოვს რა...რა გამოვიდა,ე.ი ურაკზე უკვე გვყოლია ისეთი მაშტაბის პოეტები,რომ მათზე შენიშვნის მიცემა მკრეხელობაა?ან კი რა აზრი აქვს შენი კომენტარის გაკეთებას,თუ მგლის ხროვასავით უნდა წაგესიოს ყველა?
                  ერთი წინადადება მაქვს,ეს სიტუაცია რომ განეიტრალდეს და თავიდანვე ამოიძირკვოს რომელიმე ავტორის გაპიარება,კარგი იქნებოდა,თუ პირველ დღეებში ნაწარმოები განთავსდებოდა ავტორის გარეშე.ასეთ ვითარებაში მკითხველი გულდასმით წაიკითხავდა ყველა ნაწარმოებს და არ მოერიდებოდა კრიტიკას,იმის გათვალისწინებით,თუ ვინ არის ავტორი.მკითხელიც ძალიან თავშეკავებული და ობიექტური იქნებოდა კომენტარის გაკეთებისას იქედან გამომდინარე,რომ არ ეცოდინება ვის ნაწარმოებს აკომენტებს...
ამას კიდევ ერთი დადებითი მხარე ექნებოდა,თვით რჩეული ავტორები და ლიტერატორებიც აღარ მოდუნდებოდნენ(დღეს მათ ურაკზე ყველანაირ შემთხვევაში გარანტირებული აქვთ რეიტინგი.
                  არასერიოზულად მიმაჩნია ლექსზე დატოვებული შემდეგი სახის მოკლე კომენტარები: კარგია,მაგარია,სუსტია ან არ ვარგა. ყველა ვარიანტში უნდა მოხდეს ახსნა რატომ?თუნდაც ორიოდ სიტყვით.არ ვიცი ეს მოსახერხებელია თუ არა,მაგრამ კარგი იქნებოდა აგრეთვე,თუ სხვა მკითხველისთვის დაფარული იქნებოდა წინა კომენტარები,რადგან უმეტეს შემთხვევაში კომენტარები წინა მკითხველთა შეხედულებების ზემოქმედების ქვეშ ექცევა.

ასეთ დროს ნათლად გამოიხატება კომენტარის ავტორის შეხედულებების სიზუსტე ან შეუსაბამობა სინამდვილესთან.

რაც შეეხება ურაკზე მომრავლებულ უსარგებლო ნაწარმოებებს,ამისგან რომ საიტი განთავისუფლდეს,საჭიროა განისაზღვროს რეიტინგის რაღაც დადგენილი ნიშნული და იმ ნიშნულის ქვემოთ მდგომი ყველა ნაწარმოები იქნეს ფორუმიდან ამოღებული(ოღონდ დღეს ამის გაკეთება არ შეიძლება,რადგან არსებულ ვითარებაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ:რეიტინგის განმსაზღვრელი ავტორია და არა ნაწარმოები.)

*********************************************************************************************************************************************************************************************************************************
p.s.ადმინისტრაცია დადებითად გამოეხმაურა ჩემს მოსაზრებას იმის თაობაზე,რომ კარგი იქნებოდა,თუ სხვა მკითხველისთვის დაფარული იქნებოდა წინა კომენტარები,რადგან უმეტეს შემთხვევაში კომენტარები წინა მკითხველთა შეხედულებების ზემოქმედების ქვეშ ექცევა.
იქნებ,ამ საკითხზე ვისაუბროთ უფრო დეტალურად...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები