ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jiqi
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2009


გენი

გამოიღვიძებს გენი წინაპრის-
ქალებს დავტოვებ თვალმომტირალებს,
ტანზე ავისხამ ყველა იარაღს,
შევუერთდები ტყეში ფირალებს.
წინ გავიჭრები ხარირემივით,
წარსულის სევდას დავახლი ტყვიას,
ფილტვებს დავტენი სუფთა ჰაერით,
ზღვისკენ გავყვები მობერილ ნიავს.
გრძნობა გაავსებს ცარიელ ძარღვებს,
თავისუფლება ამტვრევს ჯებირებს,
სიცოცხლე სუნთქავს მზის ენერგიით
და სიყვარულით გამანებივრებს!
თეთრად გავათევ გიჟურ ღამეებს,
ისევ დავთვრები ქალის სურნელით,
დავიბადე და გარდავიცვლები
ამ სენისაგან გაუკურნელი!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები