ვისაც უხარის იის სიცილი, წყაროს ლიკლიკი,ჩიტების სტვენა, იმას რომ გული ბოროტი ჰქონდეს ვერ დავიჯერებ,არა და ვერა.
ვინც კინძავს ლამაზ სტრიქონებს პროზად, ან უცხო რითმებს ლექსებში აქსოვს, ვიცი,ექნება სათუთი სული გარშემო მყოფთ რომ სიკეთით ათბობს.
მე მიხარია,თქვენ რომ არსებობთ, მე რომ გიპოვეთ და გაგიცანით, რომ თქვენი სულის ნაწილის კითხვით გავილამაზე უთვლელი წამი.
დიდხანს იცოცხლეთ,დაე,თქვენს სულში მუდამ ყვაოდეს იები ლურჯი, თუმც იშვიათად შემოვიხედავ, იცოდეთ,რჩებით ყველანი გულში.
მარტი,მარტი...
ჰა,დაუქროლა მარტმა მარტულად, კვირტებს აკოცა,შეაჟრიალა, ლეგა ღრუბლები ერთად შეკრიბა, წვიმით აავსო დიდი ფიალა
და გაზაფხულის სადღეგრძელებლად იქუხა,მთები შეაზანზარა, ცისკენ აიჭრა ქორი ყივილით, ბუჩქს შეეყუჟა ჩიტი პატარა.
კვლავ დაუქროლა უფრო შლეგურად, ელვამ გახია ზეცის პერანგი და საპატარძლოდ მორთულ-მოკაზმულ ტყემლებს ეკვეთა ქარი ,ვერაგი.
თოვლის ფანტელებს-ტყემლის ყვავილებს, ლამაზ ლეჩაქად თავზე მოიხვევს, მისი ძალა რომ ყველას ანახა, ამიტომ მარტი უფრო მოილხენს.
ხან დედასავით თბილი გული აქვს, ხან დედინაცვლის ცივი ხელები, ხან მოფერებით კმაყოფილია, ხან სიგიჟისგან განახელები.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. მოომწოონს <3 მოომწოონს <3
22. კარგად წერ, ლამაზად :) კარგად წერ, ლამაზად :)
20. დიდი მადლობა ყველას. ძალიან მიყვარხართ და მომენატრებით დიდი მადლობა ყველას. ძალიან მიყვარხართ და მომენატრებით
19. საოცარად სასიამოვნოდ წერთ საოცარად სასიამოვნოდ წერთ
18. გამომრჩენია უთბილესი ქალბატონი ხართ:) გამომრჩენია უთბილესი ქალბატონი ხართ:)
17. თბილი... ;;) საშინლად მიზიდავს ეს სითბო...
5 თბილი... ;;) საშინლად მიზიდავს ეს სითბო...
5
16. მე მიხარია,თქვენ რომ არსებობთ, მე რომ გიპოვეთ და გაგიცანით,
"მე მიხარია, რომ შენ არსებობ, ვისი ხარ - ეგ რა ჩემი საქმეა" :) მე მიხარია,თქვენ რომ არსებობთ, მე რომ გიპოვეთ და გაგიცანით,
"მე მიხარია, რომ შენ არსებობ, ვისი ხარ - ეგ რა ჩემი საქმეა" :)
15. პირველი ლექსისთვის, მე მადლობას მოგახსენებ მანანა!:):-* მეორე ლექსიდან, ეს ძააალიან მომეწონა!:)
ხან დედასავით თბილი გული აქვს, ხან დედინაცვლის ცივი ხელები, ხან მოფერებით კმაყოფილია, ხან სიგიჟისგან განახელები. -5 პირველი ლექსისთვის, მე მადლობას მოგახსენებ მანანა!:):-* მეორე ლექსიდან, ეს ძააალიან მომეწონა!:)
ხან დედასავით თბილი გული აქვს, ხან დედინაცვლის ცივი ხელები, ხან მოფერებით კმაყოფილია, ხან სიგიჟისგან განახელები. -5
14. მანანა.... :) მანანა.... :)
13. მოგიკითხე :) მოგიკითხე :)
12. გაიხარეთ თქვენ!:) გაიხარეთ თქვენ!:)
9. გმადლობთ, სითბოსთვის... :) გმადლობთ, სითბოსთვის... :)
8. >:D< ვაიმეეე გენაცალე ქ. მანანაა >:D< ვაიმეეე გენაცალე ქ. მანანაა
7. გულიანი უბრალო ლექსებია.
ლიტერატურული ღირებულების მხრივ ძალიან სუსტი წარმატებები! გულიანი უბრალო ლექსებია.
ლიტერატურული ღირებულების მხრივ ძალიან სუსტი წარმატებები!
5. ორივე ლექსს ვკოცნი,ვკოცნი და ვიხუტებ გულში...:) ორივე ლექსს ვკოცნი,ვკოცნი და ვიხუტებ გულში...:)
4. ჰა,დაუქროლა მარტმა მარტულად, კვირტებს აკოცა,შეაჟრიალა, :) ჰა,დაუქროლა მარტმა მარტულად, კვირტებს აკოცა,შეაჟრიალა, :)
3. თბილი..
55555 თბილი..
55555
2. თუმც იშვიათად შემოვიხედავ, იცოდეთ,რჩებით ყველანი გულში.
:) ქ-ნო მანანა "ვზაიმნა" თუმც იშვიათად შემოვიხედავ, იცოდეთ,რჩებით ყველანი გულში.
:) ქ-ნო მანანა "ვზაიმნა"
1. ხან დედასავით თბილი გული აქვს, ხან დედინაცვლის ცივი ხელები, ხან მოფერებით კმაყოფილია, ხან სიგიჟისგან განახელები.
ძალიან ლამაზად დანახული მარტია! 5
ხან დედასავით თბილი გული აქვს, ხან დედინაცვლის ცივი ხელები, ხან მოფერებით კმაყოფილია, ხან სიგიჟისგან განახელები.
ძალიან ლამაზად დანახული მარტია! 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|