ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
3 აგვისტო, 2009


წამოდი, ვუყუროთ...

წამოდი, ვუყუროთ,
ცირკია ქალაქში,
სუყველა იქ წავა,
სანახავს რა დალევს,
განახო სეირი:
ის  ბიჭი ობოლი,
საკვების ქურდობის
გამო რომ დასაჯეს.

წამოდი, ვუყუროთ,
თამაში იწყება,
ხვალ ალბათ ვიღაც  სხვას
ეშაფოტს ავიყვანთ,
და ხალხში იწყება
მოთქმა და ქვითინი,
ვერ ხვდება, ის ვიღაც
თვითონ რომ გარიყა.

უბრალოდ გლოვობენ,
საბაბი საუბრის,
ალბათ ბრბოს ხვალამდე
სათქმელად გაჰყვება,
წამოდი,  გულგრილად
ვუყუროთ ამ სცენას,
რადგან ჩვენც, იქნებ ხვალ...
რა იცი, რა ხდება...

ლიკა ოხანაშვილი
3.08.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს