ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
3 აგვისტო, 2009


ცხოვრებაზე გადაფრენა

არაფერია, თუ ჩემს ირგვლივ არაფერია,
არც რა შავდება და არც რამეს უჩანს სიკეთე.
წლებმა იციან, გულს რამდენი განარბენი აქვს
და ყველა დარდი თვალთან ბუდეს რატომ იკეთებს...
არაფერია, თუ კი ჩემში ვიღაც სახლობდა,
თუ ფიქრის ფიფქი ჩამომადნა თვალში წვეთივით.
ჩემი წარსული დავინახე ისე ახლოდან,
რომ არც კი მახსოვს, თუ დავუსვი წარსულს წერტილი.
არფერია, თუ განსაცდელს შიშით არ ვუმზერ,
რადგან ტკივილის საკირეში სული გამოვწვი.
ყოფა იმდენჯერ მიმიზნებდა მარცხის მაუზერს,
ნიშნად ჩემივე ნებისყოფის მკაცრი გამოცდის.
წლების შუქ-ჩრდილებს დრო ამჟღავნებს მეტი სიმკვეთრით,
თავჩაქინდრული სინანული მიმზერს შორიდან.
ახლა, ჩემს მეტი არც ვინაა იმის მიმხვედრი,
ჩემს ცხოვრებაზე გადაფრენა რატომ მომინდა...     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები