დედა ენა
პირველად დედამ მანახა საოცრად ლამაზი წიგნი, მითხრა : ჩემსავით გიყვარდეს, გზას გაგიკვალავს იგი.
ზღაპრის სამყაროს მსგავსია ყველა ფურცელი მისი, ზოგან თუ ია გვიღიმის, ზოგან ჭიკჭიკი ისმის.
აქვს ლომის სიძლიერე და სინაზე პეპლის ფრთების, ისწავლი? გაგხდის დამხვდურად შინა თუ გარე მტრების.
ის დედასავით თბილია და დედასავით ერთი, წიგნია-ყველა ქართველის დასაფიცარი ღმერთი.
ქართველი ხარ?
ქართველი ხარ?მაშ გიყვარდეს დედა ენა, ქართული, გერმანულის,ინგლისურის იყავ სწავლით გართული.
ფრანგულიც და ესპანურიც შეისწავლე თუ გინდა, ქართული არ დაივიწყო თუნდაც ერთი წუთითაც.
თუ მშობლიურ ენას პატივს არა სცემ და არ გიყვარს, მაშინ არ ხარ პატრიოტი, მაშინ აბა რა გითხრა?
იქნებ ბედმა მოგატაროს აზიაც და ევროპაც, საამაყოდ, დამიჯერე ქართველობაც გეყოფა.
თუ გსურს იყო ცხოვრებაში მართლაც წელგამართული, არასოდეს დაივიწყო მშობლიური ქართული.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. დედა ენაზე ლექსმა პირველი კლასი გამახსენა... ხელში დედაენის წიგნი,რომ მომცეს.. პირველად რომ წავიკითხე აი ია :) დედა ენაზე ლექსმა პირველი კლასი გამახსენა... ხელში დედაენის წიგნი,რომ მომცეს.. პირველად რომ წავიკითხე აი ია :)
17. მოგიკითხეთ!:) მოგიკითხეთ!:)
16. ეხ... ცარიელი ბოთლებია... ქართული ეტიკეტით
ენერგია აკლია .....რომელიც არსად არ იკითხება და არც ისწავლება... ეხ... ცარიელი ბოთლებია... ქართული ეტიკეტით
ენერგია აკლია .....რომელიც არსად არ იკითხება და არც ისწავლება...
14. აქამდე დაუსწრებლად გიცნობდით ქალბატონო მანანა:) 5 აქამდე დაუსწრებლად გიცნობდით ქალბატონო მანანა:) 5
13. მდააა:) მე რატო ვერ ვაფასებ ნეტა?;;) მდააა:) მე რატო ვერ ვაფასებ ნეტა?;;)
11. გაიხარე ქ. მანანა :-* გაიხარე ქ. მანანა :-*
9. სკოლამდელი ასაკის ბალღებისთვის მშვენიერი! სკოლამდელი ასაკის ბალღებისთვის მშვენიერი!
8. რამდენი წლის ხარ მანანა, შვილო? რამდენი წლის ხარ მანანა, შვილო?
7. მანანა, დიდი სიამოვნებით წავიკითხე შენი საბავშოები:) მანანა, დიდი სიამოვნებით წავიკითხე შენი საბავშოები:)
5. წიგნია-ყველა ქართველის დასაფიცარი ღმერთი. ლამაზი ლექსებია, :) მარა ეს ადგილი არ მომეწონა.
წიგნია-ყველა ქართველის დასაფიცარი ღმერთი. ლამაზი ლექსებია, :) მარა ეს ადგილი არ მომეწონა.
4. თუ გსურს იყო ცხოვრებაში მართლაც წელგამართული, არასოდეს დაივიწყო მშობლიური ქართული.
აი, ეს სტროფი მთელ ლექსად ღირს! 5 თუ გსურს იყო ცხოვრებაში მართლაც წელგამართული, არასოდეს დაივიწყო მშობლიური ქართული.
აი, ეს სტროფი მთელ ლექსად ღირს! 5
3. გაიხარეო :) გაიხარეო :)
2. თუ გსურს იყო ცხოვრებაში მართლაც წელგამართული, არასოდეს დაივიწყო მშობლიური ქართული.
5 თუ გსურს იყო ცხოვრებაში მართლაც წელგამართული, არასოდეს დაივიწყო მშობლიური ქართული.
5
1. მომენატრე მანანა თბილი და სათნო ქალბატონი ხართ :)5 მომენატრე მანანა თბილი და სათნო ქალბატონი ხართ :)5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|