ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქარდა ქარდუხი
ჟანრი: თარგმანი
18 აგვისტო, 2009


თითქოსდა ვცხოვრობთ და მერე ვკვდებით

        რიჩარდ ბროტიგანი



თითქოსდა ვცხოვრობთ და მერე ვკვდებით,
და მე მაოცებს, რად მეჩვენება გარდაცვალება
ახალ საწყისად.
გარდაიქმნება ყველაფერი სულ სხვა რაღაცად ,
და მეც მგონია,
რომ დავიწყებ თავიდან ისევ.
იქნება ჩავწვდე რაიმე  ახალს,
იქნება  არა.
ან იქნება სულაც ის დაიწყოს თავიდან ისევ
რაც უკვე იყო.
დრო ჩქარა მიჰქრის
უმიზეზოდ
რადგან  რაც იყო
იწყება ისევ.
ვერსად ვერ მივალ
იმის გარდა
სადაც
ვიყავი.




Somehow We Live and Die Again


Somehow we live and die again,
I wonder why to me it just seems
    another beginning.
Everything leads to something else, so
    I think I'll start
          over again.
Maybe I'll learn something new
Maybe I won't
Maybe it will just be the same
    beginning again
Time goes fast
    for no reason
Because it all starts
    over again
I'm not going anyplace
except where I've
    been before.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები