ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერეთელი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 აგვისტო, 2009


ულექსო ფურცლებით

ჭერიდან ჩამოშლილ დაწყვეტილ სადენებს
ვაერთებ ნერვებით და ჟრჟოლა ამიტანს.
გახსენებ ლოცვებით...
ზღვა ცოდვის ჩამდენი...
აგვისტოს ვუწუნებ მოჟამულ ამინდებს_
პირველი ღამიდან.
მთელსოფელმოვლილი,
ულექსო, ქათქათა ფურცლებით დედათა
მონასტრის კედლებთან ვბრუნდები.
პროფილი
ღიმილსაც კი იტევს...
ღიმილი მემართა
შენი და მე მართლა ქვის გული კი არ მაქვს,
უბრალოდ, ხანდახან ასეთი როლების
თამაში მიხდება.
ცხოვრების ყიამეთს
ხან ხელის ცეცებით, ხან წელში ზმორებით_
მივყვები.
გორები მაგონებს პეიზაჟს
ვან-გოგის ნახატის.
დრო არის სიგიჟის.
შენი ლანდის რხევა, კედელზე, გეიშას
მაგონებს.
თვალები დავხუჭე.
მიმიშვი
სარკმელთან!
ფინიში არც ისე შორია,
როგორც ჩვენ გვეგონა უმთვარო ღამეში...
მილიონ ფურცელზე (სალექსე) თოლიას
(მილიონს) გიხატავ და გკოცნი თვალებში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები