ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პროზა
5 სექტემბერი, 2009


სისხლის ყივილი (მეშვიდე ნაწილი)

              ამ ღამის შემდეგ ეს ყმაწვილი მალხაზის სახლის ხშირ სტუმრად იქცა.სიყრმითგან ობოლს მშობელივით შეეჩვია ოჯახის თავი. თითქოს ძე იყო, ისეთ პატივს სცემდა მოყმეს და მის ერთად მრავალ სასიკეთო საქმეს თაობდა.
              სოფლის სასიძოს უწოდებდა დემნას მავანი.
              დუმდა მაკინე...
              აქიმზე კარგი გინა ტანად,ან კიდევ გონით სხვა ვერ ენახა,თუმც ბედისწერის ბრმა მონობას არ აპირებდა.ის იყო ქალი არა მსგავსი ყველა დიაცთა. -,, ...და რატომ დემნა ?"- გაჯავრებული კამათობდა საკუთარ თავთან ,-,,განა იმიტომ,ჩანჩქერებში შიშვლად რომ მნახა? ან იქნებ მიტომ, ძილთაშინ რომ შემერწყა ვნებით?
              ყვავილთა ბანგი...
              ყვავილთა ბანგი...
              აი,ის რამაც მომიღო ბოლო! არ დავნებდებდი!"- ბრაზმორეული დუდუნებდა მაკინე გულში და მხოლოდ მზერით ემდუროდა მხარბეჭა ვაჟკაცს; მრავლად უხილავს დემნას ქალის ასეთი მზერა და ნირწარმხდარიც არა ერთხელ დააჯებულა.
              თუმცა უწყოდა მათი გზები ერთმანეთს კვეთდნენ...
              მალხაზთან უფრო ბევრს უბნობდა სოფლის სასიძო, ვიდრე ქალწულთან.ვერ მიმხვდარიყო მამა რისთვის ურჩობდა ქალი,თუმც სხვაზე უკეთ მან უწყოდა გაზრდილის ზნენი-თავისებურნი.მიტომაც იყო,რომ ვაჟკაცის ეჭირა მხარი,თუმც ქალის უხმო სიმძიმილი ნაღველს მატებდა და ღვთის შეწევნის იმედიღა რჩებოდა მხოლოდ.არ დანებდესო,ეშინოდა მალხაზს ვაჟკაცი ურჩი კვიცივით უხელთებელ ასულის ნებას...
              უცნაურ იყო მაკინე ფრიად...
              ვერ პოულობდა სულის საზრდოს მავანთა შორის,ტყეში კი მარტოს სიარული აღარ უწევდა... ვერ ისრულებდა თავის წადილს ყოვლად უცნაურს ვაჟკაცის გვერდით.იჭვით უმზერდა დემნა ქალის ყოველ საქციელს,რადგანაც სურდა მისი სულის კარი გაეღო... ბოლოს კი მიხვდა,რომ ქალწულის ფეხდაფეხ დევნა აფრთხობდა ასულს.ცოტა მოეშვა,მოადუნა მზვერავის მზერა.მიუშვა ქალი...
              ნაქურდალივით მიაგელვებდა მაკინე ულაყს.თითქოს გაქცევას ლამობდაო ტყვეობის შემდეგ,ისე უთრთოდა ფაქიზი სული.
              მონატრებულმა მიმოავლო თვალი ველ-მინდვრებს და საოცარი სიყვარულით უძღვნა სალამი.შეუყვა ბილიკს,ტყის ნაპირებს გასცდა თანდათან და ძველისძველი ჩიკუნასკენ აიღო გეზი.რად აშინებსო ტყის ფიცრული ესოდენ ყველას, ვერ მიმხვდარიყო ქალი დღემდე, რადგან ამ ალაგს მშობლიურივით აკითხავდა იგი სიყრმიდან.უცნაურ ძალის მოძალებას გრძნობდა ფიცრულში,არამიწიერ ხმათა წიაღს უგდებდა ყურს და უბრალო მოკვდავთ ვერ აღსაქმელ  სულთან უბნობდა.ის ასწავლიდა ტყის დედოფალს ყვავილთა ენას...
              სულით ხორცამდე აღვსებული დაბრუნდა სახლში.
              უმზერდა ვაჟი შორიდან და არას უბნობდა,სურდა რომ თვითონ მისულიყო ქალი საუბნოდ.
              მივიდა კიდეც, თუმც მის სულში ვერ ჩაახედა...
           
              მალხაზმა აქიმს თვისი წილი მამული უძღვნა ფოლორცის გასწვრივ.
              მდინარის პირას უჩვეულოდ ლამაზი სახლი დადგა ვაჟკაცმა. იცოდა მამამ, სიახლოვე ვაჟისა ქალწულს წაადგებოდა უფრო მეტად, ვიდრე სიშორე. არ ილეოდა სნეულების ნაკადი მათთან. ქალ-ვაჟიც ზრუნვას არ აკლებდნენ გაჭირვებულებს და უსასყიდლოდ ურიგებდნენ მათ სარგო სალბუნს. შეისისხლხორცა ქალმა ვაჟის ეს სიახლოვე და უკვე გრძნობდა, მის სიშორეს ვერ აიტანდა.
              თანმდევ ჩრდილივით მიეჩვია ასული დემნას...
              გრძნეულთა სახვა კვლავ წყალობდა მაკინეს ღამით...  და როცა ვაჟის სინდომილი იპრობდა მის სულს, ავი სულივით კვლავაც ძრწოდა ტიხარებს შორის...
              ერთხელაც, როცა აღტყინება შეუჩნდა უსოს და ვეღარ შეძლო  მოეთოკა წადილი თვისი, ღამის ტრალივით აიყარა ტანი და ვაჟის საწოლ ოდაში შეიპარა უჩამიჩუმოდ. გაშლილ საწოლზე უდარდელად ეძინა ყმაწვილს. კრძალვით უცქერდა მოშორებით მდგომი ასული თავის რჩეულს და გულის წადილს ტოილს ადებდა...
            ეტრფოდა ქალი,თუმც ამ ტრფობას გულში მალავდა ცეცხლის ალივივით,ის კი შიგნეულს უნაცრავდა შეუბრალისად...
.            ვეღარ გაუძლო ჯახირს ქალმა საკუთარ თავთან და ფოშფოშივით მიეპარა ვაჟის სარეცელს.პეპელასავით მოკალათდა საწოლის გვერდზე და ვაჟის ლოყას უნებური უყო ლაციცი...
            შეკრთა ვაჟკაცი...ქალის თრთოლვა მასაც მოედო და იგრძნო სისხლის უნებური აბობოქრება... წამოიწია,უსოს სიბას მოხვია ხელი და გულზე მჭიდროდ მიიტმასნა ღვთის საჩუქარი.შემდეგ კანკალით აუწია მზისადრს სახე და ცრემნარევი დაუკოცნა სამარაგდენი.
            ტიროდა ქალი...სიხარულის ღვრიდა ცრემლებს და ვაჟკაცის მკერდში ჩამალული ალერსს ითხოვდა...
           
            (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები