ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პროზა
9 სექტემბერი, 2009


სისხლის ყივილი (მეცხრე ნაწილი)

          თავადთა სიძის სამეზობლოდ დასცეთ ბოშათ თვისი კარავნი.მდინარის ნაპირს გაეფინენ ფიანდაზებად და ჯურა-ჯურა ჩამოკიდეს მზის ფარდაგები.მიედ-მოედნენ ღობე-ყორეს და წუთის უმალ კამკამა წყალი მღვრიე ღვარად გადააქციეს.
          დასცეს ყიჟინა...
          აიშალნენ შიშით ფრინველნი.გახელებულთა შეკრეს ცაზე შავი კამარა.
          უცქერდა ხალხი უჯილაგოთ,როგორც მაქციებს...
          უმზერდა ქალიც...
          გონმოსული იდგა სარკმელთან და ჯელგა-ჯელგად შეგროვებულთ უყურადებდა.
          ირგვლივ ხოლმებად ციმციმებდნენ ცეცხლის ალები.
          ქროდა ხორშაკი.
          ვერ გაეგო მაკინეს რისთვის ანთებდნენ კოცონს მომხვდურები ასეთ სიცხეში.ეუცნაურა მათი ზნენიც ფრიად მაკინეს,უკვირდა,რისთვის როკავენო ასე უგვანოდ,ან რად აესხათ აგრერიგად ჩანჩხურნი დიაცთ.
          უცქერდა ვაჟიც.ბრაზმორეულს ბოღმა ახრჩობდა.ცუდად ენიშნა გაავება ეზოში ძაღლის.ლამის ჯინჯილი აეწყვიტა მალხაზის ქოფაკს.
          ჭერეხის გასწვრივ ჭარებივით ეყარა ქვებზე ბოშათ სამოსი.ლამის შიშველნი ბანაობდნენ სოფლის საცქერლად.ეს კი უფრორე აჯავრებდა გულმოსულ ჭაბუკს.
          -მოსცილდი სარკმელს! რას შეგმატებს უღირსთა ცქერა?-უთხრა ბოშებით დატყვევებულ მაკინეს დემნამ.
          -რას მიშავებენ?-გულუბრყვილოდ იკითხა ქალმა და გაბუტულმა  მოარიდა მდინარეს თვალი.
          -ბუნებით ტრალი ყოფილაო ბოშათა მოდგმა,მსმენია ოდეს და თვით ტრიობა უქცევიათ ძირითად წესად.იქ,გინა კაცი,გინა ქალი ყველა მრუშია და რადი ქცევა ეწიფებად სიყრმითგან ყველას.მსიძავთა გვერდით უფრო მეტი გვმართებს სიფრთხილე,არავინ უწყის სად დაგვიგებს მაცდური მახეს.-მოძღვრავდა ვაჟი.ყურს უგდებდა ჩუმად მაკინე,თუმც ცალი თვალით მაინც ბოშათ ბანაკს ეძებდა.თითქოს ჯინჯილით ეწეოდა ვიღაცა მათკენ...
          ვერ მიმხვდარიყო რად ურჩობდა ძარღვებში სისხლი...
          დაღამდა.
          ცაზე სპეკალივით გაგორდა მთვარე,თუმც ისეც ნათელ სოფლის ღამეს ვერა შეჰმატა.                                     
          თაღოვან ხიდთან უდიდესი კოცონი ენთო .ლამის სულ ერთად შეეკრიბათ ყველა რიკრიკა. შუა ღამემდე გაისმოდა მათი ყიჟინა,ცეკვა-თამშით გააყრუეს არე მძინარე.
          ვერ დაიძინა ამ ხმაურში კენარმა უსომ.წამოდგა ფეხზე,მოიხურა მხრებზე ზეზია და ყურადღებით დააკვირდა ბოშათა სადგომს. კოცონის ირგვლივ ტრიალებდნენ ხელჩაკიდულნი. ცეცხლის ალები ლამის ზეცას უჩენდნენ ხანძარს...
          მღეროდა ვიღაც...
          არ ეძინა მინდვრის ყვალილებს,თითქოს ისინიც ჩაბმულიყვნენ ღამის ფერხულში.
          გაფაციცებით ადევნებდა მაკინე თვალებს ოდესღაც ნანახს. დიახაც ნანახს, ბალღობისას  უდაბურ ტყეში...
          შეძრწუნდა უსო. მოგონებამ შეჰყარა ჯანღი და უცებ გულში საშინელი ტეხა შეიგრძნო...
          გათენებამდე იატაკზე ეგდო ასული...
          ძილს ვერც ჭაბუკმა მოუყარა იმ ღამით თავი. ჯარგვალთან შეყრილ გლეხის კაცებს აუბა მხარი და აისამდე დარაჯობდა სხვათა სიმშვიდეს.
          დაძინებამდე ქალის ნახვა ინება ვაჟმა.
          ავიდა მასთან, დაუძახა და როცა არვინ შეეპასუხა, გააღო კარი. გახევდა ვაჟი როს იხილა მოცელილივით დაცემული ქალი კედელთან. უხმო შიმუნვარს, მიეახლა უმალვე  ქალი და შიშველ მკერდზე დააფარა უსოს ზეზია.
          -გთხოვთ,მომეშველოთ!-გამოსძახა მოახლემ ჭაბუკს, რომელიც ისევ გაუნძრევლად იდგა კარებთან. ქალის ზახილმა მოიყვანა გონზე ვაჟკაცი. შიშით გვემული, ფეხაკრებით მივიდა ქალთან და მოკრძალებით აიყვანა ასული ხელში.მკერდთან ნანატრი გულის ფეთქვა შეიგრძნო ვაჟმა და უნებური დაუგორდა ღაწვებზე ცრემლი... არ ეთმობოდა საწოლისთვის დემნას მაკინე.სურდა სიკვდიმდე ასე ევლო ასულით ხელში და მისი სუნთქვის სადარაჯოთ დაედო თავი.
          ფრთხილად ჩამოჯდა სასთუმალზე სარკის წინ ვაჟი და მიისვენა სანუკვარი ალერსით მკერდზე.
          გაყინულ სხეულს სალბუნივით მოერგო სითბო...
          სანამ ელოდა ვაჟი ქალის გამოფხიზლებას,თავადაც ძილი მოერია ძალაგამოცლილს...
          მოახლე ქალმა გადასწია სარკმლის სამზეო.
          ეძინათ დიდხანს უშფოთველი საღათას ძილით ...
          მძინართა სმენა უცნაურმა ხმებმა დაიპყრო. სასიამოვნო მელოდია მოჰქონდა ნიავს. სარკმლის სამზეო, ზეზიაზე უფრო ლამაზი იდგა ოთახში  ცისიერი სასწაულივით...
          ქალის საწოლი დაემსგავსა ტიტანტ ტახტრევანს.
          მზის სხივთა ლაციცს შეეწირა ასულის ძილი.მხრებზე შეიგრძნო მოხვეული ხელების ძალა და მკერდის სითბო. განაღო თვალნი და სარკეში დალანდა ვაჟი. მკერდის შიგ  უმალ  გააჟრჟოლა და ხორშაკივით მოედო სხეულს უნებური ქალური თრთოლვა...
          ძილთაშინ მაშინ სულ სხვა ძალა მართავდა ასულს.ახლა კი სურდა რომ ქმნილიყო ღმერთთან მართალი.
          საკუთარ ვნებებს გაურბოდა ვნებააშლილი...
          ფრთხილად აიღო მოხვეული ხელი მკერდიდან და დააპირა გაქცეოდა უნებურ წადილს.წამოდგა ზეზე,გამოსტაცა ხელი მძინარეს,მაგრამ მაშინვე მიიწვინეს მკლავებმა უკან...ასულის თმებში აებურდა თითები დემნას.საფეთქლებს უხვად დაეხალა ტყვიები ტუჩით...თვალები მისით მიიწევდნენ მკერდის საცქერლად და ზეზიაზე აჩერებდნენ გულმოსულ მზერას...
          უმზერდა ქალი ვითარ ხდიდნენ ხელისკანკალით....
          გახევებული მოსდგომოდა სარკმელს მზეწვია...
          ...და მაშინ , როცა ცელქი სიო ეძგერა სარკმელს და უსირცხვილომ აუწია კალთები ფარდაგს, იხილა მზემან აბურცული კვირტები მკერდზე...
          უნებურ სტუმარს უნებურად სევდა ეწვია...
          რადგან არ ჰყავდა საალერსოდ არავინ გვერდით.
          ვაჟის ამბორმა სამუდამოდ წაართვა ძალა მშვენიერ ასულს.. ეს ნეტარება არ ჰგვანობდა ძილთაშინ ნანახს...
          ეს იყო მეტი,უფრო მეტი ვიდრე სიცოცხლე და კიდევ უფრო მეტი,ვიდრე გარდაცვალება...
          ვაი,რომ მხოლოდ ალერსამდე შეეძლოდ მისვლა.... 
         

          (გაგრძელება იქნება)
         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები